სარდინია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
}}
'''სარდინია''' (Sardegna) — მთიანი კუნძული, [[იტალია|იტალიის]] ავტონომიური რეგიონი. სარდინია [[ხმელთაშუა ზღვა]]ში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს [[ტურიზმი|ტურისტული]] ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო)
 
* ''ფართობი'' – 24.0 ათასი,
* ''მოსახლეობა '' – 1 675 286 (2010 წ)
* ''ქალაქები'' (ათ.) – [[კალიარი]] (163), [[სასარი]] (120), [[კვარტუ სანტ-ელენა]] (70).
 
უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია [[1720]] წელს შეურთდა [[პიემონტი|პიემონტს]] და ეს ორმაგი სამეფო [[1861]] წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ [[სარდინიული ენა|სარდინიულადაც]] ლაპარაკობენ.
 
სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა. კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძლით.
 
კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები [[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოური პერიოდით]] თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1 834).
 
სარდინიაზე გაედინება ხუთი მთავარი მდინარე, რომელთა შორისაც უდიდესია ტრისო (151 კმ). წარმოქმნილია 54 ხელოვნური ტბა, რომელთა მთავარი ფუნქციაც წყალმომაგარება და ელექტროენერგიის წარმოებაა. მათ შორის უმთავრესებია ომოდეოსა და კოგინასის ტბები. ერთადერთი ბუნებრივი, მტკნარი ტბაა ლაგო-დი-ბარაცი.
 
კუნძულის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია. წელიწადის განმავლობაში 300 დღე მზიანია, ნალექების ძირითადი რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. საშუალო ტემპერატურაა 11 — 17 °C (52 to 63 °F). გაბატონებული ქარია მისტრალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ ის როგორც წესი მშრალი და ცივია.
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.sardegnaturismo.it/en/index.html ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარდინია“-დან