ზეთის კურთხევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზეთის კურთხევა''' — [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] შვიდი [[საიდუმლონი|საიდუმლოთაგან]] ერთ-ერთი, რომლის დროსაც ღვთისმსახურის ხილული ქმედებით სრულდება საიდუმლოს უხილავი [[მადლი]]. მოციქულთა წერილების თანახმად '''ზეთის კურთხევა''' დაწესებულია უფალ [[იესო]] [[ქრისტე]]ს მიერ.
 
=== საიდუმლოს არსი ===+
ამ საიდუმლოს არსია განკურნოს [[ქრისტიანი]] ადამიანი ხორციელი უძლურებებისა და ავადმყოფობებისაგან, ასევე სულიერი ავადმყოფობისაგან ე.ი. ცოდვებისაგან, [[სინანული|სინანულის]] ანუ მონანიების საიდუმლო მსგავსად. ზეთის კურთხევის [[საიდუმლონი|საიდუმლოს]] შესრულების დროს, ღვთისმსახური სხეულზე ზეთის წაცხებისას მოუხმობს ავადმყოფზე ღმერთის [[კურთხევა|კურთხევას]], სულის და ხორცის განსაკურნავად.
 
=== მართლმადიდებლური სწავლება ===
წმიდა [[მოციქულები|მოციქული]] [[იაკობი]] ზეთის კურთხევის [[საიდუმლონი|საიდუმლოს]] შესახებ ქრისტიანებს ასწავლიდა შემდეგს:
 
: სჭირდეს„სჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ, უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან, დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას. ''([[მოციქული იაკობი]] 5, 13-15)''
 
=== რიტუალი ===
ზეთის კურთხევის [[საიდუმლონი|საიდუმლო]] სრულდება შემდეგნაირად: მაგიდაზე დაასვენებენ [[ჯვარი|ჯვარს]] და [[სახარება|სახარებას]], დადგამენ ჭურჭელს ხორბლით, რომელშიაც ჩადგამენ მეორე მომცრო ჭურჭელს [[ღვინო]] შერეული [[ზეთი|ზეთით]]. [[ღვინო]] წითელი უნდა იყოს. ხორბალში ჩაარჭობენ შვიდ ღერ თაფლის წმიდა [[სანთელი|სანთელს]] და შვიდ ჩხირს, თითოეულ თავზე ბამბა შემოხვეულს. <br />
ღვთისმსახური კითხულობს [[ლოცვა|ლოცვებს]] ზეთის [[კურთხევა|კურთხევაზე]] და [[ავადმყოფი|ავადმყოფის]] [[განკურნება|განკურნებაზე]]. წაიკითხავენ შვიდ თავს სამოციქულოს და შვიდ თავს [[სახარება|სახარებას]]. მღვდელი ნაკურთხ ზეთს შვიდჯერ სცხებს ჯვარის გამოსახვით ავადმყოფს შუბლზე, ლოყებზე, ხელებზე და გულზე; შესთხოვს ღმერთს, როგორც სულისა და ხორცის მკურნალს, რომ მან (ღმერთმა) განკურნოს მონა/მხევალი თვისი (სახელი) სულიერი და ხორციელი სნეულებებისაგან. ბოლოს მღვდელი გაშლის [[სახარება|სახარებას]], დაადებს ავადმყოფს თავზე და შესთხოვს ღმერთს, მიუტევოს ავადმყოფს ყოველივე შეცოდებანი.
 
=== ლიტერატურა ===
* საღვთო სჯული, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, ქუთაისი,1916წ.
* საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1980 (გვ. 360-366., საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1980)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზეთის_კურთხევა“-დან