ერეკლე II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.2) (ბოტის დამატება: xmf:ერეკლე II)
== პოლიტიკური ვითარება ==
 
მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული დარჩა, რუსებმა პირობა დაარღიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ.1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში "ყიზილბაშობა" – "ოსმალობამ" შესცვალა.სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო.თანდათან გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო ნადირ შაჰი. სპარსელები თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ამ ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორე ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით. 1735 წელს ნადირ შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტისტაკ ააოხრა.ქართლში ისევ "ყიზილბაშობის" ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა.1733 წელს თეიმურაზი კახეთში გამეფდა. თურქების განდევნის შემდეგ,ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი თეიმურაზს,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა.ქეთევანი თავის ძმისშვილს – ალი–ყული–ხანს მიათხოვა,ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.
[[1744]] წელს თეიმურაზ II [[ქართლის სამეფო|ქართლში]] გამეფდა, ერეკლე II კი [[კახეთის სამეფო|კახეთში]]. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად [[ირანი]]ს ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ [[ნადირ-შაჰი]]ს გარდაცვალების შემდეგ ([[1747]] წ.) [[თბილისი]] [[ირანელები]]საგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ([[1762]] წ.) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება [[საქართველო]]ს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
 
1739 წელს ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობით და საზრიანობით,განსაკუთრებით ის ერეკლეს გმირობამ გააოცა.
 
ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართ–კახეთში ლეკიანობა აღიკვეთა და მტკვრის ნაპირზე დაბანაკებული უამრავი თურქმენული ოჯახი საქართველოდან გაასახლეს.
 
1744 წელს თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა.
 
ასე,რომ[[1744]] წელს თეიმურაზ II [[ქართლის სამეფო|ქართლში]] გამეფდა, ერეკლე II კი [[კახეთის სამეფო|კახეთში]]. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად [[ირანი]]ს ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ [[ნადირ-შაჰი]]ს გარდაცვალების შემდეგ ([[1747]] წ.) [[თბილისი]] [[ირანელები]]საგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ([[1762]] წ.) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება [[საქართველო]]ს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
 
== რეფორმები ==