საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-5</ref>.
 
=== ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ===
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ===აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
* ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან [[საქართველოს სამოქალაქო კოდექსი]]ს მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას — ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
* სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ანდა გამოტანა'
* საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;
* სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
* სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
* ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
ამ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-6</ref>.
 
=== ადამიანის უფლებათა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ===
ოკუპირებულ ტერიტორიებზე [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციით]] განსაზღვრული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. [[საქართველოს მთავრობა|საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება]] ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-7</ref>.
 
=== უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები) ===
უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანდა რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს. ამ ორგანოთა მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ანდა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-8</ref>.
 
=== საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ===
საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი [[ხელშეკრულება|ხელშეკრულებების]] გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით<ref>საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-9</ref>.
 
== ლიტერატურა ==
* საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
 
== სქოლიო ==