შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1960]] წელს [[პალესტინა]]ში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები [[აბაშიძე, ირაკლი|ი. აბაშიძე]], [[წერეთელი, გიორგი ვასილის ძე|გ. წერეთელი]], [[შანიძე, აკაკი|ა. შანიძე]], რომელთაც [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტერში]] მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო [[მეჭურჭლეთუხუცესი]] [[თამარ მეფე|თამარის]] კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
 
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც [[პავლე ინგოროყვა]]მ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში "რუსთაველიანა"„რუსთაველიანა“. მისი მიხედვით,
შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.