შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| სქოლიო =
}}
'''შოთა რუსთაველი''', ''რუსთველი'' (*დაახ. [[1160]]/[[1165|65]] - ? ) — მე-[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა [[ვეფხისტყაოსანი]]. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
 
== წარმომავლობა ==
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
 
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე„დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი"ლახვარსობილი“, "მე„მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს [[რუსთავი|რუსთავს]] და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან [[თეიმურაზ I]] (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო"მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ]]) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა„შოთაჲსა ჲ"ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]