შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

(95.137.135.235-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Mikheil88-ის მიერ რედაქტირებული ვე�)
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, [[ვაზირი]], [[თამარ მეფე]]სთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველშემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი [[არჩილ II]]. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
 
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ [[1160]]-[[1165]] წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის [[თამარ მეფე|თამარისა]] და მისი მეუღლის [[დავით სოსლანი|დავით სოსლანის]] ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
ანონიმური მომხმარებელი