ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Telavi Airfield-174.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
'''ალაზნის ვაკე''' (''ალაზნის ველი'') — მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|გარეკახეთის ზეგანს]] შორის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 200-470200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა.