ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Telavi Airfield-174.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
'''ალაზნის ვაკე''' (''ალაზნის ველი'') — მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|გარეკახეთის ზეგანს]] შორის. ზღვის დონიდან 200-470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ნალექები 700-1000700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა.
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.

დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზნის_ვაკე“-დან