ინტელექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
[[ხელოვნური ინტელექტი]] [[კომპიუტერი|კომპიუტერული]] [[მეცნიერება|მეცინერებების]] სპეციალური [[სფერო]], რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი გავლენა იქონია [[კოგნიტური ფსიქოლოგია|კოგნიტური ფსიქოლოგიის]] განვითარებაზე.
==ინტელექტის თეორიები==
ფსიქოლოგების მხრიდან,ინტელექტის გაგებისადმი განსხვავებულმა მიდგომამ, ინტელექტის სხვადასხვა თეორიის შექმნა განაპირობა
===ინტელექტის ფსიქომეტრული თეორიები===
ეს თეორიები [[სტატისტიკა|სტატისტიკურ]] მიმართებას იკვლევენ, უნარ-შესაძლებლობების სხვადასხვა პარამეტრებს შორის და ამ მიმართებათა საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა ადამიანის ინტელექტის შესახებ. აქ გამოყენებული, ძირითადი მეთოდი '''ფაქტორული ანალიზია'''. ის ცალკეული ნიშნების საფუძვლად მდებარე, შედარებით ზოგადი [[ფაქტორი|ფაქტორის]] გამოყოფას ისახავს მიზნად.
 
[[ჩარლზ სპირმენი|ჩარლზ სპირმენმა]] პირველმა გამოიყენა ფაქტორული ანალიზი ფსიქოლოგიაში და აღნიშნა, რომ არსებობს ზოგადი ინტელექტის ფაქტორი-''G'', რომელიც გონიერ შესრულებას უდევს საფუძვლად. ასევე გამოყო სპეციფიკურ უნარებთან დაკავშირებული-''S''.(მგ. არითმეტიკული დავალების შესრულება დამოკიდებულია, როგორც ზოგად, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებული, სპეციფიკური უნარების ქონასთან)
 
[[რაიმონდ კეტელი|რაიმონდ კეტელმა]] ([[1963წ.]]) აღნიშნა, რომ ზოგადი ინტელექტი შეიძლება დაიყოს ორ, შედარებით დამოუკიდებელ კომპონენტად. მათ კეტელმა '''კრისტალიზებული''' და '''ფლუიდური''' ინტელექტი უწოდა. კრისტალიზებული ინტელექტი მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც სწავლის ან გამოცდილების საფუძველზე შეიძინება. ფლუიდური ინტელექტი კი მიმართებათა წვდომის, ახალი სიტუაციის გაგების შესაძლებლობაში ვლინდება. ის 20 წლის ასაკში განვითარების მაქსიმუმს აღწევს.
 
[[გილფორდი|გილფორდმა]] ფაქტორული ანალიზი ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების მოთხოვნათა შესასწავლად გამოიყენა და ინტელექტუალური ამოცანის სამი ნიშან-თვისება გამოყო: '''შინაარსი'''-ანუ ინფორმაციის ტიპი, '''ოპერაცია'''-შესრულებული გონებრივი მოქმედებების ტიპი და '''პროდუქტი'''-ფორმა, რითაც ინფორმაცია არის წარმოდგენილი. არსებობს; ოთხი სახის შინაარსი: მხედველობითი და სმენითი, სემანტიკური, სიმბოლური, ქცევითი. ხუთი სახის ოპერაცია: შეფასება, კონვერგენტული პროდუქცია, დივერგენტული პროდუქცია, მეხსიერება, შემეცნება. ექვსი სახის პროდუქტი: ერთეულები, კლასები, მიმართებები, სისტემები, ტრანსფორმაციები, იმპლიკაციები. გილფორდმა ეს სამი ნიშანი მართკუთხედის სიგრძეს, სიგანეს და სიმაღლეს შეუსაბამა და მათი 120კომბინაცია(ყოველი მცირე კუბი, მართკუთხედში) გამოყო, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ გონებრივ უნარს წარმოადგენს.
 
===სტენბერგის ინტელექტს ტრიარქიული თეორია===
პრობლემის გადაჭრაში [[კოგნიტური პროცესები|კოგნიტური პროცესების]] მნიშვნელობას ხაზი გაუსვა [[რობერტ სტენბერგი|რობერტ სტენბერგმა]]. მან შექმნა ინტელექტის ტრიატქიული-სამნაწილიანი თეორია,სადაც ინტელექტის სამი სახე გამოიყოფა; '''კომპონენტური''', '''კონტექსტუალური''' და '''ემპირიული'''.
 
კომპონენტური ინტელექტი კომპონენტებით, გონებრივი პროცესებით განისაზღვრება, რომლებიც [[აზროვნება|აზროვნებას]] და ამოცანის გადაწყვეტას უდევს საფუძვლად.გამოყოფს სამი ტიპის კომპონენტს; ცოდნის შეძენის კომპონენტები-ახალი ფაქტების დასასწავლად, შესრულების კომპონენტები-პრობლემის გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების და ტექნიკებისთვის და მეტაკოგნიტური კომპონენტები-სტრატეგიების შერჩევისა და წარმატებისკენ მომავალი პროცესის მონიტორინგისთვის.
 
ემპირიული ინტელექტი ჩვეულ, რუტინულ სიტუაციაში სწორად მოქმედების შესაძლებლობასა ან ახალ, უცნობ სიტუაციაში ეფექტურად ორიენტირებაში ვლინდება.
 
კონტექსტუალური ინტელექტი ყოველგვარი საქმის პრაქტიკულ მოგვარებასა და ახალ და განსხვავებულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარს გულისხმობს.ეს იგივეა, რასაც "გაქეაილობას", "საქმის ალღოს" უწოდებენ.
 
===გარდნერის მრავლობითი ინტელექტი და ემოციური ინტელექტი===
[[ჰოვარდ გარდნერი|ჰოვარდ გარდნერმა]] ინტელექტის მრავალი სახეობის არსებობას გაუსვა ხაზი. მან რვა სახის ინტელექტი გამოყო; ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკური, მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესტეთიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური. გარდნერის თანახმად, სხვადასხვა [[კულტურა|კულტურასა]] თუ საზოგადოებაში სხვადასხვა ინტელექტის სახეა აქტუალური და დაფასებული იმის მიხედვით თუ რა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას.
გარდნერის ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური ინტელექტის ცნებას უკავშირდება ემოციური ინტელექტის ცნება(EI), რომელის ოთხ ძირითად კომპონენტს აერთიანებს:
 
1[[ემოცია|ემოციის]] ზუსტად და შესატყვისად [[აღქმა|აღქმის]], შეფასების და გამოხატვის უნარი
 
2 აზროვნებისას ემოციების გამოყენების უნარი
 
3ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი
 
4საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი
 
ემოციური ინტელექტის გაზომვებმა აჩვენა, რომ EI არ არის [[კორელაცია|კორელაციაში]] IQ-სთან, ემოციური ინტელექტი გარემოს გავლენას განიცდის და ზრდასრულებთან უფრო განვითარებულია და ქალებს ემოციების აღქმაში გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს
==ლიტერატურა==
*''გერიგი რ., ზიმბარდო ფ.'', ფსიქოლოგია და ცხოვრება , თბ.2002 წელი
{{ქსე|5|173|ნათაძე რ.}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინტელექტი“-დან