ვენესუელის დროშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Flag of Venezuela (state).svg|მინი|250პქ]]
[[ფაილი:Flag of Venezuela.svg|მინი|250პქ]]
'''ვენესუელის სახელმწიფო დროშა''' — [[ვენესუელა|ვენესუელის]] ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. ამჟამინდელი ვერსია მიღებულ იქნა [[2006]] წელს. ძირითადი მონახაზი ჰორიზონტალური სამფეროვანია: ყვითელი, ლურჯი და წითელი, რაც ემთხვევა ქვეყნის თავდაპირველ დროშას, რომელიც [[1811]] წელს, [[ვენესუელის ომი დამოუკიდებლობისათვის|ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომისომი]]ს დროს მიიღეს. შემდგომი ცვლილებების დროს მას დაემატა ვარსკვლავები, მრავალჯერ შეიცვალა მათი რაოდენობა და განლაგება, ასევე დაემატა გერბი მარცხენა ზედა კუთხეში.
 
დროშის ძირითადი ნახაზი შექმნილია [[ფრანსისკო მირანდა|ფრანსისკო დე მირანდა]]ს მიერ ვენესუელის განთავისუფლებისათვის თავის წარუმატებელი ექსპედიციისას. შემდგომში, 1811 წელს იგი ვენესუელის ეროვნულმა კონგრესმა მიიღო. დროშა შედგებოდა სამი თანაბარი, ჰორიზონტალური — ყვითელი, ლურჯი და წითელი ზოლისგან. მირანდას დროშა გახდა [[კოლუმბიის დროშა|კოლუმბიისა]] და [[ეკვადორის დროშა|ეკვადორის]] დროშების შთაგონების წყაროც. აღნიშნული თავდაპირველი ვერსია პირველად [[1806]] წლის [[12 მარტი|12 მარტს]], [[იამაიკა|იამაიკის]] ქალაქ [[ჯაკმელი|ჯაკმელში]] აფრიალდა, როდესაც მირანდას ექსპედიცია ვენესუელაზე საბოლოო დარტყმისთვის ემზადებოდა. დროშა ვენესუელის მიწაზე პირველად ამავე წლის 3 აგვისტოს, ქალაქ [[სანტა-ანა-დე-კორო]]ში აფრიალდა. 2006 წლის [[3 აგვისტო]]მდე, ვენესუელაში დროშის დღე 12 მარტს აღინიშნებოდა, 2006 წლიდან კი დღესასწაულმა 3 აგვისტოს გადაინაცვლა.