ეშმაკის მოციქული (პიესა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
===მესამე აქტი===
 
ჯუდითი ეწვევა დიკს და მას იკითხავს დიკმა გმირობა მის მიმართ სიყვარულის გამო ჩაიდინა თუ არა. დიკი უკმეხად იტყვის უარს რომანსის იდეაზე და ჯუდითს ეუბნება, რომ მან "საკუთარი ბუნების კანონის" მიხედვით იმოქმედა, რომლის მიხედვითაც მას არ შეეძლო საკუთარი თავი სხვისი დაღუპვის ხარჯზე გადაერჩინა. სამხედრო სასამართლო დიკს დამნაშავედ ცნობს და ჩამოხრჩობას მიუსჯის. ამ სცენაში შემოდის გენერალი ბერგოინი, რეალისტი, რომელიც რამოდენიმერამდენიმე მწარე შენიშვნას იტყვის ამერიკული რევოლუციის მისამართით. ჯუდითი სასამართლოს მსვლელობისას განაცხადებს დიკის ნამდვილი ვინაობის შესახებ, თუმცა ეს არ მოქმედებს - დიკს მაინც ჩამოხრჩობა ემუქრება. ამასობაში ბურგოინის ყურამდე მოაღწევს ინფორმაცია, რომ აჯანყებულები უკვე აკონტროლებენ მეზობელ ქალაქს, შესაბამისად, იგი და მისი ჯარისკაცები საფრთხის ქვეშ არიან. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ლონდონიდან მოსასვლელი დახმარება აღარ მოვა. აჯანყებულები გამოგზავნიან "მნიშვნელოვან ოფიცერს," რომელიც მათი სახელით ბრიტანელებთან მოლაპარაკებას გამართავს.
 
პიესის ბოლო სცენაა მოედანი, სადაც დიკი უნდა ჩამოახრჩონ. სიდნი კარტონის მსგავსად დიკენსინს "ორი ქალაქის ისტორიაში," დიკი არ თანამშრომლობს მის ჯალათებთან და მზადაა შეხვდეს სიკვდილს. ბოლო წუთს, აჯანყებულთა ოფიცერი გამოჩნდება, გენერალი ბურგოინი კი შეაჩერებს ჩამოხრჩობის პროცესს. აჯანყებულთა მიერ გამოგზავნილი ოფიცერი ენტონი ანდერსონია, რომელიც ცხოვრებისეულმა გამოცდამ მოქმედ, აქტიურ კაცად აქცია ისევე, როგორც დიკი დააფიქრა ცხოვრებამ. ანდერსონი გამართავს მოლაპარაკებებს დიკის გასანთავისუფლებლად, ბურგოინი ანთავისუფლებს დიკს. მაშინ ანდერსონი დიკს მის თანამდებობას შესთავაზებს და ეტყვის, რომ იგი უკეთესი მღვდელი იქნებოდა. გახარებული ამერიკელების ფონზე, წაგებული ბრიტანელები მიდიან.
 
==ადაპტაციები==