ვაჟა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
==ბიოგრაფია==
[[1956|1956 წელს]] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი. [[1956]]—[[1959]] წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, [[1960]] წელს გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კურსი. ამავე წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, [[1966]] წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, [[1967]] წლიდან პროფესორია. [[1973]]–[[1975]] წლებში, იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. [[1980]]–[[1985]] წლებში, [[თსუ|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] რექტორია.
 
[[1967]]– წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტად, [[1974]] წლიდან აკადემიკოსია. [[1975]]–[[1980]] წლებში არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მედიცინის პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, [[1975]] წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ (ბიოლოგიური სერია) მთავარი რედაქტორია, [[1978]] წლიდან [[1990]] წლამდე ხელმძღვანელობს საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიას, [[1985]] წლიდან [[თსუ]]–ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიას, [[1993]]–[[1997]] წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილებას. იყო რუსეთის ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ევროპის [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]] აკადემიის წევრი, ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის წევრი, საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების წევრი და სხვ. 1975 წლიდან ი.ბერიტაშვილის სახელობის საქ. ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტია.
 
1961 წლიდან – 2000 წლამდე ვაჟა ოკუჯავა არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილების გამგე, [[2000]] – დან [[2006]] წლამდე ამავე სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორია. [[2006]] წლიდან — საქართველოს განათლების სამინისტროს [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე წლიდან არის თსუ–ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
 
[[1967]]– [[1968]] წლებში მიწვეული იყო სამუშაოდ, როგორც მეცნიერი; ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ ინსტიტუტში ბეთესდასა და მერილენდში (აშშ), 1970 წელს კი [[მაინის ფრანკფურტი|მაინის ფრანკფურტში]] (გერმანია), მაქს პლანკის სახელობის ტვინის კვლევის ინსტიტუტში. იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე, რამოდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის კონსულტანტ–რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი.
 
ვაჟა ოკუჯავას ნაშრომები ეძღნებოდა თავის ტვინის ნერვული უჯრედების ბიოფიზიკური თვისებებისა და ელექტრული აქტივობის, [[თავის ტვინი]]ს ეპილეფსიური აქტივობის ნატიფ–ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, ნეიროფარმაკოლოგიური ნივთიერებების მოქმედების ბუნების, ადამიანისა და ცხოველთა ძილ–ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური საფუძვლების და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლას. იყო ორასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 5 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორი. მისი კვლევების ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ნევროლოგიურ დაავადებათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური კვლევა, ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა, ნევროლოგიური ელექტრო–დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა და განვითარება, ნეიროფარმაკოლოგიური სამკურნალწამლო შენაერთების მონიტონირება და მათი ფარმაკოკინეტიკისა და მეტაბოლიზბის კვლევა, [[მეხსიერება|მეხსიერების]] შესაძლო ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე, ქცევათმეცნიერული კვლევები, მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.
 
[[1981]] წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, [[1981|1981 წელს]] მიიღო [[ივანე ბერიტაშვილი]]ს სახელობის პრემია, [[1999|1999 წელს]] ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, რომელიც [[თეირანი|თეირანში]] გადაეცა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო, ცნობილი სამეცნიერო საგრანტო ფონდების მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში, როგორც ძირითადი შემსრულებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის ორდენები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ოკუჯავა“-დან