რაჭის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Rachis qedi.jpg|მინიატიურა|250პქ|რაჭის ქედი]]
'''რაჭის ქედი''' — გასწვრივი [[გვერდითი ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ [[ზეკარა]]სთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირზე.  სიგრძე — 85 კმ. სიმაღლე — 2862 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული [[კირქვა|კირქვებით]]. რაჭის ქედზეა მწვერვალები: [[მაჩხარახონი]],[[ სირხლებერთა]] (ლებეურის მთა), [[დაღვერულა]], [[ხიხათა]], [[ველტყევი]], [[საწალიკე]], [[ნაქერალა (მთა)|ნაქერალა]], [[თავშავა]] და სხვა; უღელტეხილები:[[ლეთა]], [[ერწო]], ხიხათა, [[ნაქერალა (უღელტეხილი)|ნაქერალა]] და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ტაფობი. [[შაორის წყალსაცავი|შაორის]] ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, თხემზე აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[საქართველოს ქედების სია]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭის_ქედი“-დან