ეგრისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
| გამოთქმა =
}}
'''ეგრისის ქედი''', ''სამეგრელოს ქედი'', ''ოდიშის ქედი'', [[კავკასიონი]]ს სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, [[მდინარე]]ების [[ენგური]]სა და [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] წყალგამყოფი. [[მესტიის რაიონი|მესტიის]], [[წალენჯიხის რაიონი|წალენჯიხის]], [[ჩხოროწყუს რაიონი|ჩხოროწყუს]], [[მარტვილის რაიონი|მარტვილის]], [[ლენტეხის რაიონი|ლენტეხის]] და [[ცაგერის რაიონი|ცაგერის]] რაიონებში. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი [[ჭითაგვალა]] (3226 მ). 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: [[ცალმაგი]], ტეხურიშდუდი, [[ლაკუმურაშდუდი]], [[დიდღალიდუდი]], [[ოთეფურა]], [[თხეიშიშდუდი]] და სხვა. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი განყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: [[მაგანა (მდინარე)|მაგანა]], [[ჭანისწყალი]], ხობი, [[ტეხური]], ჩრდილოეთისაკენ - [[თხეიში]], [[კასლეთი]] და [[ხელედულა]]ს მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა [[ტობავარჩხილი]]. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია [[ოხოჯა (ტბა)|ოხოჯა]] და [[დიდი ტობავარჩხილი]].
 
ეგრისის ქედის კალთები 1200 მ-მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებით ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[წიფელი]]). 2100 მ სიმაღლემდე წიწვიანებით ([[სოჭი]], [[ნაძვი]]), უფრო ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|4|26|მარუაშვილი ლ.}}
 
{{კავკასიონის მთიანეთი}}
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]
 
[[ru:Эгрисский хребет]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეგრისის_ქედი“-დან