ვაჟა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
==ბიოგრაფია==
[[1956|1956 წელს]] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი. [[1956]]—[[1959]] წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, [[1960]] წელს გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კურსი. ამავე წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, [[1966]] წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, [[1967]] წლიდან პროფესორი. [[1973]]–[[1975]] წლებში, იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. [[1980]]–[[1985]] წლებში, [[თსუ|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] რექტორი.
 
[[1967]]– წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტად, [[1974]] წლიდან აკადემიკოსია. [[1975]]–[[1980]] წლებში საქართვ. მეცნ. აკადემიის მედიცინის პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანია. [[1975]] წლიდან საქ. მეცნიერებათა აკადემიის „მაცნეს“ (ბიოლოგიური სერია) მთავარი რედაქტორია. [[1978]] წლიდან [[1990]] წლამდე ხელმძღვანელობს საქ.მეცნ.აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიას, [[1985]] წლიდან [[თსუ]]–ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიას, [[1993]]–[[1997]] წლებში – სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილებას. იყო რუსეთის ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ევროპის [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]] აკადემიის წევრი და სხვ.1975 წლიდან საქ. ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ოკუჯავა“-დან