ვაჟა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
ვაჟა ოკუჯავას ნაშრომები ეძღნებოდა თავის ტვინის ნერვული უჯრედების ბიოფიზიკური თვისებებისა და ელექტრული აქტივობის, [[თავის ტვინი]]ს ეპილეფსიური აქტივობის ნატიფ–ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, ნეიროფარმაკოლოგიური ნივთიერებების მოქმედების ბუნების, ადამიანისა და ცხოველთა ძილ–ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური საფუძვლების და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლას. იყო ორასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 5 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორი. მისი კვლევების ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ნევროლოგიურ დაავადებათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური კვლევა, ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა, ნევროლოგიური ელექტრო–დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა და განვითარება, ნეიროფარმაკოლოგიური სამკურნალწამლო შენაერთების მონიტონირება და მათი ფარმაკოკინეტიკისა და მეტაბოლიზბის კვლევა, მეხსიერების შესაძლო ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე, ქცევათმეცნიერული კვლევები, მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.
 
[[1981]] წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება,[[1981|1981 წელს]] მიიღო [[ივანე ბერიტაშვილი]]ს სახელობის პრემია, [[1999|1999 წელს]] ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია,რომელიც თეირანში გადაეცა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო,ცნობილი სამეცნიერო საგრანტო ფონდების მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში,როგორც ძირითადი შემსრულებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის ორდენები.
 
ვაჟა ოკუჯავა გარდაიცვალა [[2011]] წელს. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ოკუჯავა“-დან