ლინოზა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|250პქ|მდებარეობა '''ლინოზა''' ([[სიცილიური ე...
(განსხვავება არ არის)

20:13, 7 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ლინოზა (სიც. Linusa) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, პელაგის კუნძულებში, სიცილიის არხში. ადმინისტრაციულად შედის აგრიჯენტოს პროვინციის შემადგენლობაში (სიცილიის რეგიონი). მისი მოსახლეობა 450 ადამიანია.

მდებარეობა

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და მისი ფართობი 5,45 კმ²-ია. შედგება კრატერების სერიისიგან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 195 მეტრი სიმაღლის მონტე-ვულკანო. უახლოესი მიწაა კუნძული ლამპადუზა, რომელიც 43 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. თავად ლინოზა კი მალტის კუნძულ გოცოსგან დაშორებულია 119 კმ-ით დასავლეთით, სიცილიისგან 163 კმ-ით სამხრეთით და ტუნისის მაჰინდის კონცხიდან 165 კმ-ით აღმოსავლეთით.

ანტიკურ ხანაში და შემდეგ შუა საუკუნეებში, სხვადასხვა პერიოდში, კუნძული კოლონიზებული იყო ბერძნების, რომაელების და არაბების მიერ.

ლინოსას მოსახლეობა თავზაობის, მიწათმოქმედებისა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით არსებობს.