თებულოსმთა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები |
No edit summary |
||
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''ტებულოსმთა''' ('''''დაქუეხი''''') — [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონის]] უმაღლესი [[მთა|მწვერვალი]], [[ანდის ყოისუ|ანდის ყოისუსა]] და [[ხონე|ხონის]] წყლის სათავეებს შორის. მდებარეობს [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]], [[თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი|თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე]]. სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხის [[ფიქალი]]სა და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვისაგან]]. მის ფერდობზე ეშვება [[მყინვარი|მყინვარები]] 3
ტებულო წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ე.წ. [[კარლინგი|კარლინგს]]. ტებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდლი, ხეობური ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს. მისი [[თოვლი]]ს საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან [[არღუნი (მდინარე)|არღუნის]] მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და [[ანდის ყოისუ]]ს მთავარი მდგენელი მდინარე [[ქვახიდისწყალი]]. ტებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის გარდიგარდმო ქედის საშუალებით.
|