ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
{{ვიკი}}
[[ფაილი:Borjomi Valley.jpg|thumb|300px340px|ბორჯომის ხეობა]]
'''ბორჯომის ხეობა''',მტკვრის ხეობა, [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის რაიონის]] ფარგლებში, სოფელ [[აწყური]]დან (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ [[ტაშისკარი|ტაშისკარამდე]] (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედები]]. ბორჯომის ხეობა [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] ქვაბულს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ბართან]] აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობ ზღვის დონიდან 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად ანდეზიტური ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქ. ბორჯომთან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
 
 
ბორჯომის ხეობაში გადის ელექტროფიცირებული რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი. მთის ზომიერი ჰავა და უნიკალური სამკურნალო წყაროები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური კურორტებია: ბორჯომი, ბაკურიანი, ახალდაბა, წაღვერი, ციხისჯვარი, ცემი, ტბა და სხვა.
[[File:Bordschomi.jpg|thumb|255px340px|right|]]
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება "ბორჯომის ხეობა" პირველად 1819 წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნამდე თორის მხარე ეწოდებოდა. XV საუკუნეში აქ [[ავალიშვილები|ავალიშვილთა]] სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. XV საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხეზნა.
 
189

რედაქტირება