ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 6:
 
ბორჯომის ხეობაში გადის ელექტროფიცირებული რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი. მთის ზომიერი ჰავა და უნიკალური სამკურნალო წყაროები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური კურორტებია: ბორჯომი, ბაკურიანი, ახალდაბა, წაღვერი, ციხისჯვარი, ცემი, ტბა და სხვა.
[[File:Bordschomi.jpg|thumb|255px|right|]]
 
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება "ბორჯომის ხეობა" პირველად 1819 წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნამდე თორის მხარე ეწოდებოდა. XV საუკუნეში აქ [[ავალიშვილები|ავალიშვილთა]] სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. XV საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხეზნა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომის_ხეობა“-დან