პალეოკლიმატოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{|width=300 align=right border=1
[[File:All palaeotemps.png|thumb|450px|right]]
|-
|[[ფაილი:Recon 1.JPG|300px|კარბონული სისტემა.]]
|-
|[[ფაილი:Recon 2.JPG|300px|პერმული სისტემა.]]
|-
|[[ალფრედ ვეგენერი|ალფრედ ვეგენერის]] კარბონული და პერმული სისტემების პალეოკლიმატოლოგიური რეკონსტრუქცია. ასახულია გამყინვარება (Е), ტბები (К — [[ნამარხი ქვანახშირი|ნახშირი]]) და უდაბნოები (S — [[მარილი]], G — [[თაბაშირი]], W — [[ქვიშაქვა]]), ხაზები არიდული კლიმატური მხარეებია.
|}
'''პალეოკლიმატოლოგია''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ]]. palaios – ძველი და [[კლიმატოლოგია]]) — [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოლოგიური წარსულის ჰავასა და მის ცვალებადობას. პალეოკლიმატოლოგიას მეცნიერული საფუძვლები ჩაეყარა XIX საუკუნის 80-იან წლებში.
 
ძველი ეპოქების ჰავის აღდგენა ემყარება [[ლითოლოგია|ლითოლოგიურ]], [[პალეონტოლოგია|პალეონტოლოგიურ]], აგრეთვე [[გეოქიმია|გეოქიმიურ]] და [[გეოფიზიკა|გეოფიზიკურ]] მაჩვენებლებს.
 
''ლითოლოგიური'' მაჩვენებლებიდან პალეოკლიმატოლოგიისათვის განსაკუთრებული მნიშნველობა აქვს ინფორმაციას გამოფიტვის პროცესების ინტენსიურობისა და ხასიათის, დანალექი დიფერენციაციის ხარისხისა და აუტიგენური მინერალთწარმოქმნის შესახებ.
 
''პალეონტოლოგიური'' მაჩვენებლების ([[ქანი (გეოლოგია)|ქანებში]] განამარხებული მცენარეებისა და ცხოველების სახეობრივი შედგენილობა, ეკოლოგიური თავისებურებები, მორფოლოგია და სხვ.) საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ პალეოკლიმატური ზონალურობის შესახებ.
 
''გეოქიმიური'' მაჩვენებლების (განამარხებულ ზღვის ორგანიზმთა ნიჟარებში ჟანგბადის იზოტოპების შეფარდება o<sup>18</sup>/o<sup>16</sup>, კარბონატულ ნალექებში აგრეთვე — ca/mg და ca/sr და სხვ.) საშუალებით გამოითვლება ძველი ზღვის წყლის ტემპერატურა.