მაგმატიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მაგმატიზმი''' — [[მაგმა|მაგმის]] გამოდნობის, კრისტალიზაციის, გადაადგილებისა და შემცველ [[ქანი (გეოლოგია)|ქანებთან]] ურთიერთქმედების პროცესები. [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქის]] გეოლოგიური ისტორიისა და [[სტრუქტურა|სტრუქტურის]] შესაბამისად განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ, ოკეანური (რიფტების, კუნძულთა რკალებისა და დედამიწის „[[ცხელი წერტილები (გეოლოგია)|ცხელი წერტილების]]ს“) და აქტივიზებული არეების მაგმატიზმებს; მაგმის გაცივების სიღრმის მიხედვით — აბისალურ, ჰიპაბისალურ, სუბვულკანურსა და ზედაპირულ მაგმატიზმებს, ხოლო მაგმის შედგენილობის მიხედვით — ულტრაფუძე, ფუძე, მჟავა და ტუტე მაგმატიზმებს.
 
მაგმატიზმი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს [[გეოსინკლინი|გეოსინკლინებში]]; მისი გამოვლინების ცალკეული ფორმა დაკავშირებულია გეოსინკლინის განვითარების გარკვეულ ეტაპთან. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში მაგმატიზმი განსაკუთრებით ფართოდ არის განვითარებული წყნაროკეანურ გეოსინკლინურ სარტყელში, [[შუაოკეანური ქედები|შუაოკეანურ ქედებზე]], აფრიკის რიფტულ ზონაში, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზში და სხვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგმატიზმი“-დან