შემოწმებულები, ბიუროკრატები, შემმოწმებელი, ინტერფეისის ადმინისტრატორები, IP-ბლოკირებების გამონაკლისები, ადმინისტრატორები, სანდო მომხმარებლები
137 501
რედაქტირება
მ (ბოტის შეცვლა: sv:Rysk-turkiska kriget (1768–1774)) |
(მტავარი → მთავარი) |
||
{{მმ*|რუსეთ-ოსმალეთის ომი}}
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, [[ასტრახანი (ქალაქი)|ასტრახანის]] აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი [[პოლონეთი]]ს საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, [[საფრანგეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] დიპლომატიის წაქეზებით [[1768]] წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს იტვალისწინებდა
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 8, გვ. 503, თბ., 1984
{{რუსეთ-ოსმალეთის ომები}}
|