სალერნოს ყურე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:SalernoFromTheSea.jpg|მინი|250პქ|სალერნოს ყურის ხედი [[ამალფის სანაპი...
(განსხვავება არ არის)

20:30, 2 ნოემბერი 2011-ის ვერსია

სალერნოს ყურე (იტალ. Golfo di Salerno) — ყურე ტირენიის ზღვაში, სამხრეთ-დასავლეთ იტალიის სალერნოს პროვინციის სანაპიროზე. ამ ზოლის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენს ტურისტებში პოპულარულ ამალფის სანაპიროს, რომელიც მოიცავს ქალაქებს: ამალფის, მაიორის და პოზიტანის, აგრეთვე ქალაქ სალერნოს. მისი ფართობი 2 450 კმ²-ია.

სალერნოს ყურის ხედი ამალფის სანაპიროდან

სალერნოს ყურე ნეაპოლის ყურისგან გამოყოფილია სორენტინის ნახევარკუნძულით, სამხრეთით კი ესაზღვრება სილენტოს სანაპირო.