მეოთხეული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: kk:Антропогендік жүйе
No edit summary
ხაზი 1:
{{მეოთხეული}}
''' მეოთხეული სისტემა (პერიოდი)''', ''ანთროპოგენური სისტემა (პერიოდი)'', [[კაინოზოური ჯგუფი]]ს უკანასკნელი სისტემა ([[დედამიწა|დედამიწის]] [[გეოლოგია|გეოლოგიის]] ისტორიის უკანასკნელი პერიოდი, რომელიც დღესაც გრძელდება). სახელი „მეოთხეული სისტემა (პერიოდი)“ უწოდა [[1829]] წელს ჟ. დენუაიემ, „ანთროპოგენი“ — ა.[[ალექსი პავლოვი|ალექსი პავლოვმა]] [[1922]] წელს. მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ის ქვედა საზღვარი და დანაწილება დავას იწვევს. ტრადიციულად მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ში არჩევენ პლეისტოცენსა და ჰოლოცენს და მეოთხეული სისტემა (პერიოდი)-ის ქვედა საზღვარი პლეისტოცემის ძირში გაჰყავთ. ამ შემთხვევაში მეოთხეული პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 700 ათ. წელია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი, XVIII საერთაშორისო გეოლოგთა კონგრესის რეკომენდაციის თანახმად, საზღვრის ხაზს უფრო ქვევით ატარებს - [[ნეოგენური სისტემა|ნეოგენური სისტემის]] ზღვიური კალაბრიული სართულისა და მისი კონტინენტური ანალოგის - ვილაფრანკული სართულის (ზოგი მკვლევარის აზრით, მისი ზედა ქვესართულის) ძირში (ყოფილ სსრკ-ში - აფშერონული, ზოგჯერ აქჩაგილური სართულის ძირში), რის გამოც ხანგრძლივობა 1,5-2 მლნ. წლამდე იზრდება. ვინაიდან მეოთხეული პერიოდის ნალექების ჩამოყალიბების ხანგრძლივობა სხვა სისტემების სართულების ჩამოყალიბების დროზე ნაკლებია, მას სართულების ნაცვლად, პირობიტად ყოფენ ქვესისტემებად. უფრო დეტალური დანაწილება (ჰორიზონტები) რეგიონულია და მათი კორელაცია სავარაუდოა.
 
მეოთხეული სისტემის ნალექები უმთავრესად კონტინენტურია (მყინვარული, მდინარეული და სხვა); მცირე ნაწილი ზღვიურია. მეოთხეული პერიოდის ცოცხალი ბუნება არსებითად თანამედროვის მსგავსია (ზღვიური ფაუნა, ფლორა), მხოლოდ ხმელეთის ძუძუმწოვრებში გვხვდება ზოგიერთი ახლა უკვე გადაშენებული ფორმა (მაგ., ხორთუმიანებში, მარტორქებში, ცხენისმაგვარებში, აგრეთვე ადამიანის წინაპრები). ამიტომ მეოთხეული სისტემის დანაწილებაში პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენება შეზღუდულია და ემყარება კლიმატის ცვალებადობასთან (გამყინვარებები და გამყინვარებათშორისი ეპოქები) დაკავშირებული ცხოველთა და მცენარეთა მიგრაციებს.