პერსი ბიში შელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: be:Персі Біш Шэлі
ხაზი 42:
== იტალია ==
[[ფაილი:The Funeral of Shelley by Louis Edouard Fournier.jpg|thumb|280px|right|შელის დაკრძალვა. ლ.ე. ფურნიე, 1889.]]
1818 წ. პერსი და მერი თავის დასსთან კლერ კლერმონტთან ერთად იტალიაში გადავიდნენ. კლერს ბაირონსგან ქალიშვილი ყავდა სახელად ალეგრა. რომელიც 5 წლის ასაკში ტიფისგან დაიღუპა. შელიმ ამ პერიოდში დაწერა ”განთავისუფლებული პრომეთე”. 1818 და 1819 წწ. შელის ოჯახს უბედურება დაატყდა; მათ რომში დაეღუპათ ჯერ ვაჟიშვილი ვილი, ხოლო შემდეგ ახალშობილი კლარა ევერინა. პერსის ქალიშვილი ელენა ადელაიდა ნეაპოლში დაიბადა 1818 წ. მაგრამ მისი დედის ვინაობა კვლავაც დაუდგენელია. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო შელის ოჯახის ძიძა ელზა ფოგი. გოგონა 1820 წ. წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. 1819 წ. შელიმ დაწერა თავისი ცნობილი პოლიტიკური პოემა ”ანარქიის ნიღაბი” და [[ესსე]] ”რეფორმის ფილოსოფიური ხედვა”. 1821 წ. ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა ჯონ კიტსი. შელიმ მას მიუძღვნა ელეგია ”ადონისი”. 1822 წ. შელიმ და მისმა ინგლისელმა მხარდამჭერმა, პოეტმა და გამომცემელმა ლეი ჰანთმა გადაწყვიტეს ბაირონთან ერთად გამოეცათ ჟურნალი ”ლიბერალი”, რომელიც დაუპირისპირდებოდა იმ დროის კონსერვატიულ ინგლისურ პერიოდიკას. 1822 წ. 8 ივლისს შელი [[ლივორნო]]სთან მახლობლად შტორმის დროს დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ შელის იალქნიან ნავს ”დონ ჟუანს” შეეჯახა უფრო დიდი ზომის ხომალდი. შელისთან ერთად დაიღუპა ორი ადამიანი. გადმოცემით, გარდაცვალებამდე რამოდენიმერამდენიმე დღით ადრე შელის უთქვამს, რომ დაინახა თავისი ორეული, რომელმაც მას მოახლოებული სიკვდილი ამცნო. შელის ცხედარი რამოდენიმერამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა ზღვამ. შელის ცხედარს ნაპირზე ჩაუტარდა [[კრემაცია]]. პროცესიას ესწრებოდნენ [[ლეი ჰანტი]] და ლორდი ბაირონი. შელის ფერფლი დაიკრძალა რომში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ლათინური წარწერა ''Cor Cordium'' (გულთა გული).
 
 
== შემოქმედება ==