ნასყიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ნასყიდობის ხელშეკრულება [[სამოქალაქო სამართალი|სამოქალაქო სამართლის]] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უძველესი ინსტიტუტია. მას [[რომის სამართალი|რომის სამართალის]] კონტრაქტების კლასიკურ სისტემაში ძირითადი ადგილი ეკავა. ნასყიდობის საფუძველზე მრავალი ხელშეკრულება აღმოცენდა. მან სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში ხელი შეუწყო [[სახელშეკრულებო სამართალი|სახელშეკრულებო სამართლის]] ფორმირებას. თავად ნასყიდობა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
 
რომის სამართალში ნასყიდობის ხელშეკრულებას „emtio-vendicio“ ({{lang-la|ყიდვა-გაყიდვა}}. emtio — ყიდვა, venditio — გაყიდვა) ეწოდებოდა. იგი წარმოადგენდა კონსესუალურ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც გამყიდველი — venditor კისრულობდა ვალდებულებას გადაეცა მყიდველისთვის — emtor ნივთი, ქონება ან სხვა სიკეთე, ხოლო გამყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ნივთის ფასი — pretium. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საგანი იყო ყველა სახის ნივთი თუ ქონება, რომელიც სამოქალაქო ბრუნვიდან არ იყო ამოღებული<ref>ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005, გვ. 77</ref>.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასყიდობა“-დან