ტუნისის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
ქსანთიპოსმა სპილოები წინ გაუშვა, რომაული რიგების გასარღვევად, ხოლო მხედრებს უბრძანა რომაელთათვის ალყის შემორტყმა. რომაელებიც შეერკინნენ მტერს. კართაგენული მხედრობა რომაულზე გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო და ძალიან მალე უკუაქცია რომაული მხედრობა. რომაულმა მარცხენა ფრთამ თავი აარიდა სპილოებს და კართაგენულ მარჯვენა ფრთას დაატყა, უკუ აქცია და ბანაკამდე სდია. რომაელთა წინა რიგები კი სპილოებმა გადათელეს. უკანა რიგების სიმრავლის გამო, წყობამ კიდევ გარკვეულ ხანს გაძლო. მაგრამ შემდეგ უკანა რიგებს გარს კართაგენული მხედრობა შემოეხვია და მათ ბრძოლაში ჩართვა მოუწიათ. ის რომაელები კი, რომლებიც სპილოებს გადაურჩნენ და მათ უკან აღმოჩნდნენ, კართაგენულ ხელუხლებელ [[ფალანგა]]ს გადაეღარნენ და განადგურდნენ.
 
რომაელთა მდგომარეობა უიმედო გახდა. რომაელთა უმეტესობა ან სპლოებმა გათელეს ან კართაგენელი მხედრების [[შუბი|შუბებისგან]] იხოცებოდნენ. ცოტამ მოახერხა გაქცევა. ვინაიდან უკან დახევა დაბლობზე ხდებოდა, სადაც სპილოები და მხედრები თავისუფლად მოქმედებდნენ, ბევრი რომაელი დახევისას დაუღუპა. კონსულთან ერთად გაქცეული დაახლოვებითდაახლოებით 500 ადანიანი ტყვედ ჩავარდა.
 
კართაგენელებმა დაკარგეს 800 ადამიანი მარჯვენა ფრთიდან. მხოლოდ 2000 რომაელმა მოახერხა გადარჩენა. რომაელების დანაკარგები სხვადასხვა ავტორებს სხვადასხვანაერად აქვთ, თუმცა ყველა სემთხვევაში, დანაკარგები ძალიან სერიოზული იყო<ref>პოლიბიუსის თანახმად, საერთო რაოდენობიდან გადარჩენილი 2500-ის გამოკლებით 13 000ზე მეტი დანაკარგი არ იყო, ხოლო ევთროპიუსის, ოროზიუსის და აპიანეს თანახმად 30 000.</ref>. კონსული და მასთან ერთად გაქცეულები ტყვედ ჩავარდნენ. გაქცეულმა ჯარისკაცებმა მოახერხეს [[ასპიდი|ასპიდში]] ჩასვლა და იქ გამაგრება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუნისის_ბრძოლა“-დან