კომიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sk:Plebejský snem
დაახლოვებით → დაახლოებით
ხაზი 44:
ცენტურიალური კომიციის გადაწყვეტილება სანამ კანონის ძალას მიიღებდა საჭირო იყო კურიალური კომიციის მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება. დროთა განმავლობაში ცენტურიები განთავისუფლდნენ კურიების ზედამხედველობიდან, რაც მხოლოდ ფორმალობად იქცა, ბოლოს კი კურიები ვალდებულნი იყვნენ წინასწარ მიეცათ ცენტურიებისთვის ყველაფერზე თანხმობა. [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] მეორე ნახევრიდან კი ცენტურიული კომიციები არა მხოლოდ სენატის კანონპროექტებს განიხილავდნენ, არამედ თავად აყენებდნენ კანონპროექტებს. მათ ასევე შეეძლოთ მაგისტრატუსის პოსტებზე საკუთარი კანდიდატების წამოყენება.
 
ცენტურიული კომიციების ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ კომიციურ დღეებში, ამ დღეებს ქურუმები ადგენდნენ და მათი რაოდენობა წელიწადში დაახლოვებითდაახლოებით 190 იყო. მხოლოდ [[ძვ. წ. 287]] წლის შემდეგ დაიწყეს კომიციებმა დღესასწაულებზე შეკრებაც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.
 
კომიციის შეკრების ადგილი იყო [[მარსის ველი]]. სადაც იყო [[სეპტა]] კენჭისყრისთვის, კარავი კომიციის ხელმძღვანელისთვის და საზოგადოებრივი შენობა [[ავგური|ავგურებისთვის]]. კომიციას როგორც წესი კონსულები ხელმძღვანელობდნენ. [[ცენზორი|ცენზორები]] კომიციას მხოლოდ [[ცენზი]]სთვის იწვევდნენ. კომიციის ხელმძღვანელს დაწყებამდე უნდა ჩაეტარებინა აუსპიციები. თუ აუსპიციები წარმატებული იქნებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში კრებდა მაგისტრატუსი კომიციას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომიცია“-დან