პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: eu:Lehen Gerra Punikoa
დაახლოვებით → დაახლოებით
ხაზი 53:
=== აგრიგენტუმის ალყა ===
{{მთავარი|აგრიგენტუმის ბრძოლა}}
[[ძვ. წ. 262]] წელს რომაელების ყურადღების კონცენტრაცია სწორედ ამ ქალაქზე მოხდა, რომელშიც კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი. ახალი კონსულები ოთხივე ლეგიონით ქალაქისკენ გაემართნენ და დაახლოვებითდაახლოებით 1,5 კმ-ში დაბანაკდნენ. რომაელი ჯარისკაცები მიმოიფანტნენ მინდვრების საძარცვათ, კართაგენელებმა ეს რომ დაინახეს, გამოვიდნენ ქალაქიდან და თასვს დაესხნენ მიმოფანტულ ჯარისკაცებს და უკუაქციეს ისინი. შემდეგ ბანაკს დაესხნენ თავს, მაგრამ რომაული დისციპლინის წყალობით, მათ შეძლეს ბანაკის შენარჩუნება და საბოლოოდ უკუ აქციეს კართაგენელები. ამის შემდეგ კართაგენელები ერიდებოდნენ დიდი ბრძოლების გამართვას. ამის გამო რომაელებმა ბანაკი ორად გაყვეს და ქალაქის სხვადასხვა მხარეს განალაგეს, ხოლო ბანაკებს შოტრის მანძილი მათ თხრილებით გაამაგრეს. ამრიგად ქალაქი სრულ ალყაში აღმოჩნდა.
 
შემდეგი 5ვ თვის მანძილზე არანაერი ცვლილებები არ მომხდარა. რადგან ქალაქში დაახლოვებითდაახლოებით 50 000 ადამიანი იყო ჩაკეტილი იქ შიმშილი დაიწყო. კართაგენელთა მხედართმთავარი [[ჰანიბალ გისკო]] ხვდებოდა რომ მდგომარეობიდან დამოუკიდებლად ვერ გამოვიდოდა და კართაგენში შიკრიგებს აგზავნიდა დახმარების თხოვნით. კართაგენიდან სიცილიაში ჰანონთან ჩამოვიდა ჯარები და [[სპილო]]ები. ამ უკანასკნელმა 30 000 ფეხოსნით, 1500 მხედრით და 50 სპილოთი აიღო ქალაქი [[ჰერაკლიუმი]], სადაც რომაული არმიის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა. რომაელებსაც რთული დღეები დაუდგათ, მაგრამ ისინი გიერონმა იხსნა. ამასობაში რომაელი ჯარისკაცები საკმაოდ დასუსტებულები იყვნენ ავადმყოფობებით. ჰანონმა ჩათვალა რომ ბრძოლისთვის ხელსაყრელი დრო დადგა და და სცადა რომაელთა საბრძოლველად გამოწვევა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ წამოეგნენ პროვოკაციას.
 
კიდევ ორი თვე გავიდა. ქალაქში შიმშილი გაუსაძლისი გახდა. რომაელებისთვისაც გაუსაძლისი გახდა ალყა, ამიტომ ორივე მხარეს აწყობდა [[აგრიგენტუმის ბრძოლა|ბრძოლის]] დაწყება. მხარეები ბანაკენის წინ დაეწყვნენ და ბრძოლა დაიწყო. წომაელებმა მოახერხეს კართაგენელთა წინა ფლანგის გარღვევა და არეულობა შეიტანეს მათ მწყობრში. ფინიკიელთა უმეტესობა განადგურებულ იქნა, უმცირესობამ თავი ჰერაკლიუმს შეაფარა. კართაგენელთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაერად წერენ, თუმცა ერთი რაც ცხადია, მათ ძალიან მძიმე დანაკარგი განიცადეს. იმავე ღამეს, ჰანიბალი ქალაქში მყოფი ჯარებით ჩუმად გავიდა ქალაქიდან. რომაელებმა გვიან აღმოაჩიონეს ეს და უკანა რიგებს დაესხნენ თავს. შემდეგ კი უბრძოლველად აიღეს ქალაქი. აგრიგენტუმის აღების შემდეგ რომში დაბრუნებულმა კონსულებმა [[ტრიუმფი]] გადაიხადეს.