ვაჟა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
==ბიოგრაფია==
[[1956|1956 წელს]] დაამთავრა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. [[1966]] წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, [[1969]] წლიდან პროფესორი, [[1961]] წლიდან ხელმძღვანელობდა საქ.ჯანმრთელობის,შრომის და სოც.უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილებას. [[1975]]–[[1979]] წლებში, იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. [[1980]]–[[1985]] წლებში, [[თსუ|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] რექტორი. [[1975]] წლიდან საქ. ფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტია. [[1974]]–[[1967]] წლებში ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტად, [[1967]] წლიდან აკადემიკოსია. [[1975]]–[[1979]] წლებში საქართვ. მეცნ. აკადემიის მედიცინის პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს–მდივანია. [[1975]] წლიდან საქ. მეცნიერებათა აკადემიის „მაცნეს“(ბიოლოგიური სერია) მთავარი რედაქტორია. [[1978]] წლიდან ხელმძღვანელობს [[თსუ]]–ის ნეირობიოლოგიურ ლაბორატორიას, [[1993]] წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის განყოფილებას. იყო რუსეთის ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ევროპის [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]] აკადემიის წევრი და სხვ.
 
ვაჟა ოკუჯავას ნაშრომები ეძღნებოდა თავის ტვინის ნერვული უჯრედების ბიოფიზიკური თვისებებისა და ელექტრული აქტივობის, [[თავის ტვინი]]ს ეპილეფსიური აქტივობის ნატიფ–ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, ნეიროფარმაკოლოგიური ნივთიერებების მოქმედების ბუნების, ადამიანისა და ცხოველთა ძილ–ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური საფუძვლების და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლას. იყო სამასამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და 5 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ოკუჯავა“-დან