მარჯნის რიფი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2) (ბოტის დამატება: bs:Koralni greben; cosmetic changes)
'''მარჯნის რიფი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ]]. Coral reef) — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული [[გეოლოგია|გეოლოგიური]] [[სტრუქტურა]]. წარმოადგენს [[მარჯნის პოლიპები]]სა და [[წყალმცენარე]]ების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც
ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში.
 
მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება.
 
რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია [[აზია|აზიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია [[ატლანტის ოკეანე|ატლანტისა]] და [[ინდოეთის ოკეანე]]ებში და ასევე [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაში]].
 
მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან.
 
უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს [[დიდი ბარიერული რიფი]] ([[ავსტრალია]]), დასავლეთ ატლანტიკის ბელიზის ბარიერული რიფების სიტემა, [[მადაგასკარი|მადაგასკართან]] ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები [[ფიჯი]]სა და [[ახალი კალედონია|ახალი კალედონიის კუნძულებთან]].
 
ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო [[დიდი ბარიერული რიფი]] სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის [[ლაგუნა]]ა.