იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''იეთიმ-გურჯი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი''') (დ. [[1875]], [[თბილისი]] ― გ. [[15 ივლისი]], [[1940]], იქვე), [[ქართველები|ქართველი]] სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
 
იეთიმ-გურჯი ღარიბი ხელოსნის _ დაბაღის (მეტყევის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. იეთიმ-გურჯი - ობოლი ქართველი. სიდუხჭირის გამო იეთიმს სკოლაში არ უსწავლია. მან წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად დაეუფლაშეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთებასკეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა. იეთიმ-გურჯს საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) ჰყავდა და თავის ბაიათებს მათ ასწავლიდა. თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა. აშუღს ბინა ავლაბარში ჰქონდა, თუმცა იქ იშვიათად დადიოდა. მის სარკმელზე, ქვაფენილს რომ ამოჰყურებდა, ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად იყო დაწერილი პოეტის სახელი: იეთიმ-გურჯი.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ-გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. პოეტი სხვა მუშებთან ერთად დაიჭირეს და ადმინისტრაციული წესით ვოლინის გუბერნიაში გააგზავნეს, სადაც დუბნოს ციხეში მოათავსეს; ამის შემდეგ იეთიმ-გურჯი ქალაქ კრემენსკში, ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში იქნა გადაყვანილი. გადასახლებაში მყოფმა იეთიმმა სხვადასხვა ხელობა შეისწავლა, მათ შორის მძივების კეთება, ხატვა და სხვა. ის [[1895]] წლიდან თხზავდა ლექსებს [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]] და [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა დაუმარცხებელი ქალის ანას შესახებ, სახელწოდებით „გმირი ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები" — [[1911]] წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — [[1913]], „ტანგო" — [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ|იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო|ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
1912 წელს სამშობლოში გადასახლებიდან დაბრუნებულმა ერთი წლის მერე დაწერა პოეტმა თავისი ცნობილი ლექსი „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ-გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. პოეტი სხვა მუშებთან ერთად დაიჭირეს და ადმინისტრაციული წესით ვოლინის გუბერნიაში გააგზავნეს, სადაც დუბნოს ციხეში მოათავსეს; ამის შემდეგ იეთიმ-გურჯი ქალაქ კრემენსკში, ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში იქნა გადაყვანილი. გადასახლებაში მყოფმა იეთიმმა სხვადასხვა ხელობა შეისწავლა, მათ შორის მძივების კეთება, ხატვა და სხვა. ის [[1895]] წლიდან თხზავდა ლექსებს [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]] და [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა დაუმარცხებელი ქალის ანას შესახებ, სახელწოდებით „გმირი ანაბაჯის„ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები" — [[1911]] წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — [[1913]], „ტანგო" — [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ|იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო|ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად [[სიმღერა|სიმღერების]] სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური [[ბოჰემა]].
 
პოეტი 65 წლის ასაკში 1940 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა ღვიძლის ქრონიკული დაავადებით. იეთიმ-გურჯი დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან