იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}} იოსებ გრიშაშვილი „იეთიმ-გურჯი“ 19281928წ.; ანდრო თევზაძე „იეთიმ-გურჯის რჩეული ლექსები“ 1955წ.
[[სურათი:yetimgurdji.jpg|thumb|350px|იეთიმ-გურჯის ძეგლი თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, [[სიონი (ტაძარი)|სიონის ტაძართან]]. მოქანდაკე: დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე; არქიტექტორი: შოთა ყავლაშვილი. ბრინჯაო. 1985]]
 
ხაზი 6:
მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომხის ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. იეთიმ-გურჯი - ობოლი ქართველი. სიდუხჭირის გამო იეთიმს სკოლაში არ უსწავლია. მან წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად დაეუფლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთებას. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა. იეთიმ-გურჯს საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) ჰყავდა და თავის ბაიათებს მათ ასწავლიდა. თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა. აშუღს ბინა ავლაბარში ჰქონდა, თუმცა იქ იშვიათად დადიოდა. მის სარკმელზე, ქვაფენილს რომ ამოჰყურებდა, ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად იყო დაწერილი პოეტის სახელი: იეთიმ-გურჯი.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ-გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. პოეტი სხვა მუშებთან ერთად დაიჭირეს და ადმინისტრაციული წესით ვოლინის გუბერნიაში გააგზავნეს, სადაც დუბნოს ციხეში მოათავსეს; ამის შემდეგ იეთიმ-გურჯი ქალაქ კრემენსკში, ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში იქნა გადაყვანილი. გადასახლებაში მყოფმა იეთიმმა სხვადასხვა ხელობა შეისწავლა, მათ შორის მძივების კეთება, ხატვა და სხვა. ის [[1895]] წლიდან თხზავდა ლექსებს [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]] და [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა დაუმარცხებელი ქალის ანას შესახებ, სახელწოდებით „გმირი ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები" — [[1911]] წელს, "იეთიმის„იეთიმის ახალი ლექსები" — [[1913]], "ტანგო„ტანგო" — [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ|იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო|ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის "რჩეული„რჩეული ლექსები".
1912 წელს სამშობლოში გადასახლებიდან დაბრუნებულმა ერთი წლის მერე დაწერა პოეტმა თავისი ცნობილი ლექსი „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან