ვასილ პეტრიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
ვ. პეტრიაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან – ა.წერეთელთან,ი.გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, სერგი მესხთან და სხვებთან. სწავლაში ხელს უწყობდა და ეხმარებოდა საქართველოს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი, გახლდათ მასწავლებელი და უახლოესი მეგობარი პეტრე მელიქიშვილისა.
 
გარდაიცვალა 1908 წელს კარლსბადში (ახლანდელი კარლოვი ვარი). ქართველი თერგდალეულებისათვის,როგორც ყველა ქართველისათვის, ეს დიდი მწუხარება იყო. აკაკიმ ლექსით აღნიშნა ვ.პეტრიაშვილის გარდაცვალება("ჩუმი მოღვაწე,ნამდვილ ქართველი.სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი").
 
დიდი მეცნიერი და მოღვაწე ოდესაში დროებით დაკრძალეს, შემდეგ თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, მოგვიანებით კი ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.