რუთ დრეიფუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
== კარიერა ==
[[1958]] წელს მიიღო სავაჭრო საქმის დიპლომი, რის შემდეგაც 6 წლის მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1965-1968 წლებში იყო [[ჟენევის უნივერსიტეტი]]ს ფსიქო-სოციალური ცენტრის ასისტენტი, ხოლო მომდევნო წლებში მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე. იყო წარმატებული პროფკავშირული მოღვაწე და ადამიანის (განსაკუთრებით ქალბატონების) უფლებების აქტიური დამცველი. 1989-1992 წლებში ჟენევის მუნიციპალური საბჭოს წევრია, ხოლო 1993 წელს აირჩიეს ფედერაციის საბჭოს წევრად. 1997 წელს პრეზიდენტ [[არნოლდ კოლერი]]ს მოადგილე ანუ ქვეყნის ფედერალური ვიცე-პრეზიდენტი. ფედერაციის საბჭოს წევრი იყო [[2002]] წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ასრულებდა ჯერ შინაგან საქმეთა, ხოლო შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოვალეობებს. იგი ეკუთვნის [[შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] რიგებს. კონფედერაციის პრეზიდენტად პარლამენტმა აირჩია 1998 წლის 9 დეკემბერს და პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა 1999 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე. პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო [[ფლავიო კოტი]]საგან და გადააბარა [[ადოლფ ოგი]]ს. მისი საპრეზიდენტო მანდატის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა შვეიცარიის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რომლის შესახებაც მან არჩევის პირველ დღესვე განაცხადა: {{ციტატა|ევროკავშირის წევრობა ძალზედ სასურველია მაგრამ ამას ერთპიროვნულად მიღება არ შეიძლება ჩემი აზრით ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის ღირსების საკითხი და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ შვეიცარიის მოსახლეობა მიიღებს}}.
 
ქალბატონი რუთ დრეიფუსი ცნობილი [[ფემინისტი]]ა. მან პრეზიდენტად არჩევის დღეს განაცხადა ''“ჩვენი მრავალი ათეული წლის ბრძოლა წარმატებით დამთავრდა მაგრამ იწყება ახალი ეტაპი. მოსახლეობის მშვენიერი ნახევარი, რომლიც ხშირად მოიხსენიება როგორც უმცირესობა მამაკაცების თანასწორად უნდა იქნენ წარმოდგენილნი არამარტო პოლიტიკაში ეს თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარეობს, ჩვენ ეს გვინდა და მას (თანასწორობას) მოვიპოვებთ ნაბიჯ-ნაბიჯ”.''
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუთ_დრეიფუსი“-დან