ნეოფიტე აგლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
+ ბმულები
ხაზი 1:
'''ნეოფიტე დიმიტრის ძე''' (* [[1874]], [[მუხლი (სოფელი)|სოფ. მუხლი]], [[ამბროლაურის რაიონი]] ― † [[1956]], [[თბილისი]]), ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.

==ბიოგრაფია==
[[1887]] წლიდან სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. [[1912]] წელს გახსნა საკუთარი სახელოსნო. [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიის]] ქანდაკების ფაკულტეტის (ქვის კვეთა) და სამხატვრო-სამშენებლო სახელოსნო სასწავლებლის ([[1945]]-[[1953]]) (ამჟამად [[თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფტექნიკური სასწავლებელი]]) პედაგოგი. მუშაობდა [[აგლაძე, ვლადიმერ|ვლადიმერ]], [[აგლაძე, ნიკოლოზ|ნიკო]] და [[აგლაძე, ლავრენტი|ლავრენტი]] აგლაძეებთან ერთად. მონაწილეობდა [[ქაშვეთი (ძეგლი)|ქაშვეთის ტაძრის]], [[თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი|თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის]] (ახლანდელი [[საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა]]), ყოფილი [[მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი|მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის]] და სხვა არქიტექტურულ ნაგებობათა მხატვრულ გაფორმებაში, შეაკეთა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] კარნიზები და ქვის სახურავი. ქვაში გამოკვეთა ქართველ მოქანდაკეთა მრავალი სკულპტურული ნამუშევარი. ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გაცოცხლებას თანამედროვე ეროვნულ [[არქიტექტურა|არქიტექტურაში]].
 
[[კატეგორია:ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეოფიტე_აგლაძე“-დან