სუკრეს შტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სუკრე''' ({{lang-es|Estado Sucre}}) — შტატი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნი...
(განსხვავება არ არის)

19:47, 27 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

სუკრე (ესპ. Estado Sucre) — შტატი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, სამხრეთით — ანსოატეგისა და მონაგასის შტატები, აღმოსავლეთით — პარიის ყურე, დასავლეთით კი კარიაკოს ყურე. დედაქალაქია კუმანა. სახელი ეწოდა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის გმირის — ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად.

შტატის ფართობი 11 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 916 მ600 ადამიანს შეადგენს.

ისტორია

ქრისტეფორე კოლუმბმა კონტინენტურ ამერიკაში ფეხი პირველად პარიას რეგიონში, შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე დადგა. ის აქ 1498 წლის 4—12 აგვისტოს იმყოფებოდა.

1799-1800 წლებში რეგიონი მოინახულა და აღწერა ალექსანდერ ჰუმბოლდტმა.

ეკონომიკა

რეგიონის ინდუსტრიის მთავარი დარგებია მიწათმოქმედება, მეთევზეობა და ტურიზმი. ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული დესტინაციაა სუკრესა და ანსოატეგის შორის მდებარე მოჩიმის ეროვნული პარკი.

მიუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები