არმაზი (ღვთაება): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: uk:Армазі (міфологія)
რამოდენიმე → რამდენიმე
ხაზი 5:
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე [[ფარნავაზი|ფარნავაზს]] მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, [[მცხეთა|მცხეთაში]] იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი [[ღმერთი|ღმერთის]] (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
 
სიტყვა „'''არმაზი'''“-ის აქვს წარმომავლობის რამოდენიმერამდენიმე ვერსია:
# ერთ-ერთი ვერსიით ''არმაზი'' არის ''ფარნავაზის'' სპარსული ვარიანტი (ფარნავაზის დედა წარმომავლობით [[სპარსი]] იყო [[ისფაჰანი]]დან)
# არსებობს ვერსია, რომ ''არმაზი'' არის ''[[აჰურამაზდა]]ს'' გაქართულებული ანალოგი
# არაერთ მეცნიერთა ვარაუდით ''არმაზი'' წარმოიშვა [[ხეთური მითოლოგია|ხეთური მითოლოგიის]] [[არმი (ღვთაება)|''არმისგან'']].
 
 
{{ქართული მითოლოგია}}