სონეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სონეტი''' (''[[იტალ.]]'' sonetosonneto), მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 [[ტაეპი|ტაეპს]] და ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია ([[კატრენი]]), მეორეში კი – ორი სამტაეპედი ([[ტერცეტი]]), ძირითადად სონეტის სამი სახეობაა გავრცელებული: 1) "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde; 2) "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან ccd ede; 3) "ინგლისური" ([[შექსპირი, უილიამ|შექსპირული]]) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–ტაეპოვანი სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ [[იტალია|იტალიაა]] მიჩნეული, XVI საუკუნიდან მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ ევროპულ საერთო პოეტურ მოვლენაზე.
 
==წარმოშობა და გავრცელება==
* "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde;
 
სონეტი (იტალიურად – sonneto – «პატარა სიმღერა») დასაბამს კუნძულ [[სიცილია|სიცილიიდან]] იღებს, ის პირველად XIII საუკუნეში მოღვაწე პოეტის, ჯაკომო ლენტინის შემოქმედებაში გამოჩნდა. სონეტის სრულყოფა ერთი საუკუნის შემდგომ [[ტოსკანა|ტოსკანაში]] გაგრძელდა, თავდაპირველად [[კავალკანტი, გვიდო |გვიდო კავალკანტის]] ლექსებში დაღვინდა და საბოლოოდ სონეტის, როგორც პოეტური მოვლენის ზეობის ხანა [[პეტრარკა, ფრანჩესკო|ფრანჩესკო პეტრარკას]] ქმნილებების სახით გაეცნო და შეიძლება ითქვას შეერია იმ საერთო დინებას, რასაც [[რენესანსი|რენესანსის]] ეპოქა ჰქვია. ფრანჩესკო პეტრარკას სონეტების უმრავლესობა მიძღვნილია, მისი სატრფოს, ლაურასადმი, სადაც იგი მის გარდაცვლილ გულის მესადუმლეს ხოტბითა და დიდებით ამკობს. პეტრარკას სონეტების კრებულმა წიგნის სახით დღის სინათლე 1470 წელს იხილა და შემდგომში მოედო მთელ დასავლეთ ევროპას. გამოძახილმაც არ დაახანა, პეტრარკას სონეტებს მიმდევრები მთელი ევროპის მასშტაბით გამოუჩნდა: [[კამოენსი, ლუიშ დი|ლუიშ დი კამოენსი]] [[პორტუგალია|პორტუგალიაში]], [[[[გონგორა ი არგოტე|გონგორა]] [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[უაიეტი, ტომას|უაიეტი]] და [[შექსპირი, უილიამ|შექსპირი]] [[ინგლისი|ინგლისში]] და ა.შ. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] სონეტი ფრანსუა I–ისა და ანრი II–ის დროს გამოჩნდა 1530–1540–იან წლებში პოეტების – მაროს, ლუიზა ლაბეს და სენ–გალეს – ძალისხმევის შედეგად. 1549–1550 წლებში კი [[დიუ ბელე, ჟოაშენ|ჟოაშენ დიუ ბელემ]] სონეტების პირველი კრებული გამოაქვეყნა საფრანგეთში.
* "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან ccd ede;
 
ჟოაშენ დიუ ბელეს კრებულის გამოსვლის შემდგომ, მისი და "პლეადის" წევრი სხვა პოეტების შემოქმედებაში სონეტის თემატიკა სცილდება მარადიული და ზეციური სასიყვარულო ლირიკის ჩარჩოებს და საბოლოოდ [[რონსარი, პიერ|პიერ რონსარის]] სონეტების სახით, შეიძლება ითქვას, რომ სონეტი საფრანგეთში ხელმეორედ დაიბადა. XVII საუკუნეში სონეტი ძირითადად სალონურ სალაღობო საშუალებას წარმოადგენდა, უფრო მასიური მოვლენა გახდა და თავისი პირვანდელი მიმზიდველობა დროებით დაკარგა. ამ დროის შემოქმედნი დიდი მგზნებარებით კამათობდნენ სონეტის არსისა და რაობის შესახებ, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ [[ბუალო, ნიკოლა|ბუალომ]] 1694 წელს დაწერილ შრომაში "პოეტური ხელოვნება" ("l’Art Poétique") სონეტის ფორმა მკაცრად დააკანონა, რამაც სონეტის დროებითი კვდომა გამოიწვია. რომანტიზმის ეპოქამდე სონეტი, მხოლოდ სალონებში განაგრძნობდა არსებობას, როგორც ელიტის თავშესაქცევი საშუალება და, როგორც ყოველ მასბორივად ქცეულ "გასართობს" ემართება ხოლმე, ამ დროს დაწერილი სონეტებიც ვერ ბრწყინავენ მხატვრული ღირებულებებითა თუ კონცეპტუალური სიახლეებით.
* "ინგლისური" ([[შექსპირი, უილიამ|შექსპირული]]) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–ტაეპოვანი სონეტებიც.
 
სანამ სონეტისათვის საფრანგეთში უძრაობის ხანა იდგა, ინგლისში ამ სალექსო ფორმამ ახალი სიდიადით გაიბრწყინა, [[1609]] წელს უილიამ შექსპირის სონეტების გამოქვეყნების შემდეგ. ამ სონეტების კრებულის წყალობით შექსპირი დღემდე ინგლისელთა უდიდეს პოეტად არის შერაცხული და კულტურული მნიშვნელობით მსოფლიო პოეზიის საგანძურშია შესული. შექსპირის სონეტები რენესანსული მსოფლხმედველობის ახლებურ ხედვას გამოხატავს. მსოფლმხედველობით–ფილოსოფიურ პლანში ეს არის დროის ფართო, სიმბოლური, ხოლო მაღალმხატვრულ–ესთეტიკურ პლანში კი – მასთან დაკავშირებული წუთისოფლის სიმოკლისა და მარადისობის, სილამაზის ფარდობითობისა და მარადიული მნიშვნელობის, ვერაგობისა და სიყვარულის მარადიული ურთიერთჭიდილის გააზრება.
 
[[რომანტიზმმა|რომანტიზმი]] სონეტს ახლად შთაბერა სული და ერთობლივად ევროპის სხვადასხვა კუთხეში ახლებური ჟღერადობა შეიძინა [[კიტსი, ჯონ|კიტსის]], [[უორდსუორთი, უილიამ|უორდსუორთის]], [[მიუსე, ალფრედ დე|მიუსეს]] ლირიკაში. სონეტის ფორმალურმა შარმმა პარნასელი პოეტები მოხიბლა. სონეტის ოქროს ხანა კი საფრანგეთში პოეტურ ასპარეზზე [[ბოდლერი, შარლ|შარლ ბოდლერის]] და "ფრანგული პოეზიის წმინდა სამებად" შერაცხული ტრიადის: [[ვერლენი, პოლ|ვერლენის]], [[რემბო, არტურ|რემბოს]] და [[მალარმე, სტეფან|მალარმეს]] გამოჩენას უკავშირდება. ევროპულ პოეზიაში სონეტი XX საუკუნეშიც ერთ–ერთი გავრცელებული სალექსო ფორმაა, [[რილკე, რაინერ მარია|რაინერ მარია რილკემ]] [[1923]] წელს ორფეოსისადმი მიძღვნილი, [[გარსია ლორკა, ფედერიკო|გარსია ლორკამ]] კი შავბნელი სიყვარულისადმი მიძღვნილი სონეტების კრებულები გამოაქვეყნეს. შარლ ბოდლერი ამბობდა, რომ სონეტში ყველაზე განმაცვიფრებელი "პითაგორული სილამაზეა", სადაც რიცხვთა ქორალის ჩარჩოებში მოქცეული პოეტი ამქვეყნიურობისა თუ იმქვეყნიურობისადმი მიძღვნილ ჰიმნებს ქმნის.
სონეტის კომპოზიციურ მოდელს იყენებდნენ [[დანტე ალიგიერი]], [[პეტრარკა, ფრანჩესკო|ფრანჩესკო პეტრარკა]], [[შექსპირი, უილიამ|უილიამ შექსპირი]], [[პუშკინი, ალექსანდრე|ალექსანდრე პუშკინი]], [[ვერლენი, პოლ|პოლ ვერლენი]], [[მალარმე, სტეფან|სტეფან მალარმე]], [[რემბო, არტურ|არტურ რემბო]], [[ ტაბიძე, გალაკტიონ|გალაკტიონ ტაბიძე]], [[გაფრინდაშვილი, ვალერიან|ვალერიან გაფრინდაშვილი]], [[იაშვილი, პაოლო|პაოლო იაშვილი]] და სხვ.
 
საქართველოში სონეტის ფორმას აქტიურად მიმართავდნენ ცისფერყანწელები, მათ შორის აღსანიშნავია [[გაფრინდაშვილი, ვალერიან|ვალერიან გაფრინდაშვილის]] და [[იაშვილი, პაოლო|პაოლო იაშვილის]] მიერ შექმნილი სონეტები.
 
[[კატეგორია:ლირიკული ფორმები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სონეტი“-დან