კოლხური ცული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კოლხური ცული''', გვიანდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოსა]] და [[რკინის ხანა|რკინის ხანის]] (ძვ. წ. XV-VI სს.) [[კოლხური კულტურა|კოლხური კულტურის]] ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრული ბრინჯაოს იარაღი, რომელსაც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი აქვს. კოლხური ცულის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია მოცემული აქვთ [[რუდოლფ ვირხოვი|რ. ვირხოვს]], ე. შანტრს, [[პრასკოვია უვაროვა]]ს, ფ. პანჩარს, [[ოთარ ჯაფარიძე]]ს, [[ევგენი კრუპნოვი|ე. კრუპნოვს]], დ. ქორიძეს და ბ. ტეხოვს.
 
კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ნაწილი შემთხვევითაა აღმოჩენილი. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა. ძვ. წ. IX საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება გრაფიკული დეკორით შემკული საომარი საკულტო კოლხური ცულებიც. დეკორი პლასტიკური ფორმასთან ორგანულადაა შერწყმული. სხვადასხვა ზომის წახნაგზე დეკორი სიმეტრიულადაა განაწილებული და ერთ მთლიან კომპოზიციად აღიქმება. გამოსახულია ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი, ბაყაყი, ფრინველი, სვასტიკა, ჯვარი, ვარსკვლავი და სხვა. ყიუსყუის თავზე ზოგჯერ მოთავსებულია სკულპტურული გამოსახულება. კოლხური ცულის გრაფიკულ დეკორში ასახულია უძველესი ქართული რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები.
 
გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად აღმოჩნდა 1869 წელს ყობანში ([[ჩრდილოეთი ოსეთი]]). აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყ[[ობანური ცული]], ხოლო შესაბამის კულტურას - [[ყობანური კულტურა]]. შემდეგ წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეულია კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მ. შ. ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც. აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ([[თაგილონის განძი]], [[თელოვნის განძი]]), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლხური_ცული“-დან