თრიალეთის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიკიფიცირება, ორთოგრაფია
ხაზი 1:
'''თრიალეთის კულტურა''', [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად [[თრიალეთი]]ს ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში, 1947-1948 ([[ბორის კუფტინი]]).
 
თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად [[ყორღანი|ყორღანული სამარხების]] (გორასამარხების) კულტურა. მათი ნაწილი [[ადრებრინჯაოს ხანა|ადრებრინჯაოს ხანის]] დასასრულით - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი [[შუა ბრინჯაოს ხანა|შუა ბრინჯაოს ხანით]] - ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გორასამარხების დროინდელი და მათთან კულტურით დაკავშირებული ნასახლარები ცნობილია [[კახეთი|კახეთში]] (თრიალეთში არ აღმოჩენილა). მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას[[არისტოკრატია]]ს ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. მათ ფარავდნენ მოწაყრილითმიწაყრილით, ქვაყრილით ან ქვა-მიწაყრილით. სამარხი ორმო და დასაკრძალავი დარბაზი სქელი ძელებით იხურებოდა და გრძელი [[დრომოსი]] უკეთდებოდა (ორმოს ) გრუნტში ჩაჭრილი, დარბაზს - ქვით ამოყვანილი. ზურტაკეთის[[ზურტაკეთი]]ს (თრიალეთი) უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე - 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ<sup>2</sup> აღწევდა, კედლების სიმაღლე - 4-6 მ.
 
თრიალეთის X გორასამარხის ორმოს სიღრმეა 8 მ; თრიალეთის XVII გორასამარხის ორმოს ზომებია 14×8,5×6 მ. კუშჩის XXXVI გორასამარხის დასაკრძალავი დარბაზის შიდა ფართობი 175 მ<sup>2</sup> აღწევდა. მისი დარბაზის ხის სვეტები ფურცლოვანი ოქროთი ყოფილა გარშემოკრული (აღმოჩენილია ფრაგმენტები). ამ გორასამარხების აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალით. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი[[კრემაცია]]ქმნილი ან იშვიათად [[ინჰუმაცია|ინჰუმაციური]]) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ - [[მსხვერპლშეწირვა|მსხვერპლად შეწირულ]] მსახურს ან მონას, რაც [[პატრიარქატი|პატრიარქალურ]]-[[გვაროვნული წყობილება|გვაროვნული წყობილების]] რღვევის პროცესზე მიუთითებს. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (თიხისა და ლითონის); იარაღ-საჭურველი (სპილენძისა[[სპილენძი]]სა, ბრინჯაოსი[[ბრინჯაო]]სი, ვერცხლისა[[ვერცხლი]]სა, ობსიდიანისა[[ობსიდიანი]]სა და სხვა), სამკაული (ოქრო-ვერცხლის, ქვის, პასტისა და სხვა), რომელთა შორის მრავალი უტოლდება მსოფლიო ხელოვნებისა და ხელოსნობის საუკეთესო ნიმუშებს.
 
თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში. მას საერთაშორისო მასშტაბიტაცმასშტაბითაც ფართო საგარეო ურთიერთობები ჰქონდა. ხელოსნური ნაწარმის თავისებური ფორმებით, მხატვრული სტილით, დამზადების ტექნიკით, დაკრძალვის წესითა და იდეოლოგიური მონაცემებით თრიალეთის კულტურა ძირითადად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.
 
== ლიტერატურა ==