აპიუს კლავდიუსი ბრმა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
[[ძვ. წ. 307]] წელს აპიუსი კონსულად აირჩიეს. ამ პერიოდში [[მეორე სამნიტური ომი]] მიმდინარეობდა. მხედართმთავრად სენატმა [[კვინტუს ფაბიუსი]], წინა წლის კონსული დატოვა. ზოგი ვერსიით, აპიუსს კონსულობა ჯერ კიდევ ცენზორობის დროს სურდა.
 
[[ძვ. წ. 296]] წელს კონსულთა არჩევნებზე ერთი ადგილი დაიკავა კვინტუს ფაბიუსმა. აპიუსმა გამოიყენა მთელი თავისი გავლენა, რათა იგი გამხდარიყო მეორე კონსული და ორივე კონსული პატრიციი იქნებოდა. ფაბიუსმა მაშინვე უარი თქვა კონსულობაზე და მეორე კონსული გახდა პლებეი ლუციუს ვოლუმნიუსი. ამ დროს [[მესამე სამნიტური ომი]] მიმდინარეობდა. ომის ჩატარებნა ძველ კონსულებს დაევალათ, კვინტუს ფაბიუსს და [[პუბლიუს დეციუს მუსი|პუბლიუს დეციუს მუსს]]. აიუსს მოუწია [[ეტრურია]]ში წასვლა, სადაც [[ეტრუსკებთან ომი|ომი]] მიმდინარეობდა. [[სამნიტები]] და [[ეტრუსკები]] გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ [[რომის რესპუბლიკა|რომს]]. მისი კოლეგა ამ დროს სამნიუმში იბრძოდა. პირველი ბრძოლები ეტრუსკების წინააღმდეგ არ იყო წარმატებული. შემდეგ კი მოხდა გაუგებრობა წერილთან დაკავშირებით. ვოლუმნიუსს წარმატებით მიყავდა სამნიუმსი ომი, ამ დროს იგი აპიუსმა წერილით გამოიძახა ეტრურიაში, სემდეგ კი, როდესაც ვოლუმნიუსი ჩავიდა, ამტკიცებდა რომ არავითარი წერილი არ გაუგზავნია. ვოლუმნიუსი უკვე აპირებდა სამნიუმსი დაბრუნებას, როდესაც აპიუსის ლეგატებმა მოითხოვეს მისი დარჩენა და დახმარება. აპიუსი იძულებული გახდა დათანხმებოდა ამაზე. ორივე კონსული ერთად შეებრძოლა ეტრუსკებს და დაამარცხეს ისინი.
 
აპიუს კლავდიუსმა [[ლათინური დამწერლობა|ლათინურ ანბანს]] რამდენიმე ასო დაამატა. სიბერეში აპიუს კლავდიუსი დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. [[პიროსთან ომი]]სას კი ([[ძვ. წ. 279]]), როდესაც მან შეიტყო, რომ რომის სენატი განიხილავს [[პიროსი ეპიროსიდან|პიროსთან]] სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და თავს დამარცხებულად მიიჩნევს, აპიუსმა უბრძანა მსახურებს წაეყვანათ სენატში, სადაც გამოვიდა სიტყვით, გააკრიტიკა სენატის პოლიტიკა და მოუწოდა რომაელებს ბოლომდე ებრძოლათ. მისმა სიტყვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ომი განახლდა.
14 352

რედაქტირება