აპიუს კლავდიუსი ბრმა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
[[ძვ. წ. 310]] წელს აპიუსსა და პლებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა. ეს იმის ნიადაგზე მოხდა, რომ აპიუსის ცენზორობის ვადა, რომელიც დიქტატორმა [[მამერკუს ემილიუსი|მამერკუს ემილიუსმა]] დააწესა, 18 თვე გავიდა, მისი კოლეგა გადადგა, იგი კი არ აპირებდა გადადგომას. [[კომიცია|სახალხო კრებაზე]] კლავდიუსს დაუპირისპირდა [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნი]] [[პუბლიუს სემპრონიუსი]]. ტრიბუნმა ბრალი დადო კლავდიუსს, რომ იგი მეფის ძალაუფლებისკენ მიისწრაფოდა. მან სცადა კიდევაც ცენზორის დაპატიმრება, მაგრამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო კოლეგებისგან და აპიუს კლავდიუსის ცენზორობა გაგრძელდა.
 
[[ძვ. წ. 307]] წელს აპიუსი კონსულად აირჩიეს. ამ პერიოდში [[მეორე სამნიტური ომი]] მიმდინარეობდა. მხედართმთავრად სენატმა [[კვინტუს ფაბიუსი]], წინა წლის კონსული დატოვა. ზოგი ვერსიით, აპიუსს კონსულობა ჯერ კიდევ ცენზორობის დროს სურდა. აპიუსის კოლეგას ლუციუს ვოლუმნიუს ფლამა ვიოლენსის კი [[ეტრუსკებთან ომი]] დაევალა.
 
[[ძვ. წ. 296]] წელს კონსულთა არჩევნებზე ერთი ადგილი დაიკავა კვინტუს ფაბიუსმა. აპიუსმა გამოიყენა მთელი თავისი გავლენა, რათა იგი გამხდარიყო მეორე კონსული და ორივე კონსული პატრიციი იქნებოდა. ფაბიუსმა მაშინვე უარი თქვა კონსულობაზე და მეორე კონსული გახდა პლებეი ლუციუს ვოლუმნიუსი. ამ დროს [[მესამე სამნიტური ომი]] მიმდინარეობდა. ომის ჩატარებნა ძველ კონსულებს დაევალათ, კვინტუს ფაბიუსს და [[პუბლიუს დეციუს მუსი|პუბლიუს დეციუს მუსს]]. აიუსს მოუწია [[ეტრურია]]ში წასვლა, სადაც [[ეტრუსკებთან ომი|ომი]] მიმდინარეობდა. [[სამნიტები]] და [[ეტრუსკები]] გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ [[რომის რესპუბლიკა|რომს]].
 
აპიუს კლავდიუსმა [[ლათინური დამწერლობა|ლათინურ ანბანს]] რამდენიმე ასო დაამატა. სიბერეში აპიუს კლავდიუსი დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას. [[პიროსთან ომი]]სას კი ([[ძვ. წ. 279]]), როდესაც მან შეიტყო, რომ რომის სენატი განიხილავს [[პიროსი ეპიროსიდან|პიროსთან]] სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და თავს დამარცხებულად მიიჩნევს, აპიუსმა უბრძანა მსახურებს წაეყვანათ სენატში, სადაც გამოვიდა სიტყვით, გააკრიტიკა სენატის პოლიტიკა და მოუწოდა რომაელებს ბოლომდე ებრძოლათ. მისმა სიტყვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ომი განახლდა.
14 352

რედაქტირება