სერენგეტის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
'''სერენგეტის ეროვნული პარკი''' — [[ეროვნული პარკი]] [[ტანზანია]]ში, სერენგეტის [[ეკოსისტემა|ეკოსისტემის]] არეალში. მისი ფართობი 14 763 კმ²-ია. პარკი ცნობილია თავის ყოველწლიური მილიონ-ნახევარი წვერებიანი [[გნუ|გნუსა]] და 250 000 [[ზებრები|ზებრის]] მიგრაციით. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად [[აფრიკა]]ში, რაც უპირველეს ყოვლისა აქ გავრცელებული მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების სიუხვითაა განპირობებული. პარკში ასევე წარმოდგენილია 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი.
 
პარკის ძირითადად მოიცავს ბალახიან ვაკეებსა და [[სავანა|სავანებს]], ისევე როგორც მდინარის ჭალებსა და ტყიან ტერიტორიებს. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტანზანიისა და [[კენია|კენიის]] [[სახელმწიფო საზღვარი|სახელმწიფო საზღვართან]], სადაც კენიის მხარეს ის [[მასაი-მარა|მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით]] გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[ნგორონგორო]]ს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი იკორონგოსა და გრუმეტის სანადიროსპორტული ნადირობის ნაკრძალები.
 
ეროვნული პარკის ტერიტოროაზე ადამიანთა დასახლება აკრძალულია, თუ არ ჩავთვლით [[ფრანკფურტი]]ს ზოოლოგიური საზოგადოებისა და რამდენიმე სასტუმროს თანამშრომლებს.