სელუსის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|199}}
 
'''სელუსის ეროვნული პარკი''' ან '''სელუსის სანადიროსპორტული ნადირობის ნაკრძალი''' — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი [[ფაუნა|ფაუნის]] ნაკრძალი, მდებარეობს სამხრეთ [[ტანზანია|ტანზანიაში]]. სახელი ეწოდა ცნობილი მონადირისა და წარსულში კონსერვაციონისტის, ინგლისელი სერ ფრედერიკ სელუსის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიაზე [[1917]] წელს, [[პირველი მსოფლიო ომი]]ს მიმდინარეობისას [[გერმანელები|გერმანელთა]] წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. უფრო ადრე, [[1879]] წელს ამავე ტერიტორიაზე გარდაიცვალა შოტლანდიელი მკვლევარი და [[კარტოგრაფია|კარტოგრაფი]] ქეით ჯონსტონი, როდესაც ის ჯოზეფ ტომსონთან ერთად აფრიკის დიდი ტბების ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. [[1982]] წელს [[იუნესკო]]მ პარკი [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლთა სიაში შეიტანა მისი ველური ბუნების მრავალფეროვნებისა და ხელუხლებელი ბუნების გამო.
 
ნაკრძალის მთლიანი ფართობი 54 600 კმ²-ია, ასევე გააჩნია დამატებითი ბუფერული ზონები. ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებადართულია ადამიანთა არამუდმივი დასახლება. ყველა შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება ტანზანიის ბუნებრივი რესურსებისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ველური ბუნების დანაყოფის მიერ. პარკიში შესაძლებელია სავანისათვის დამახასიათებელი ცხოველების ისეთი დიდი რაოდენობის ხილვა, რაც არაა აფრიკის არცერთ სხვა სანადიროსპორტული ნადირობის ნაკრძალსა თუ [[ეროვნული პარკი|ეროვნულ პარკში]].
 
არეალი თავდაპირველად დაცულ ტერიტორიად [[1896]] წელს გერმანელმა გუბერნატორმა ჰერმან ფონ ვისმანმა გამოაცხადა, [[1905]] წელს კი ის სპორტული სანადირო ნაკრძალი გახდა. პარკის ჩრდილოეთი ნაწილი, მდინარე [[რუფიჯი]]ს გასწვრივ, გამოცხადებულია ფოტოგრაფიის ზონად და საკმაოდ პოპულარულია [[ტურიზმი|ტურისტებში]]. მდინარისა და ტბათა სისტემის გასწვრივ განლაგებულია ბანაკები.
 
პარკში ნებადართულია ფეხით სასიარულო [[საფარი]]. პოპულარული საქმიანობაა სანაოსნო ექსკურსიები მდინარე რუფიჯიზე.