კრასუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: mn:Маркус Лициниус Крассус
თავათ → თავად
ხაზი 3:
 
== ომი პართიასთან ==
54 წ. დაიწყო კრასუსის [[ექსპედიცია]] [[პართია]]ში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი [[მესოპოტამია]]ში შეიჭრა და რამოდენიმე [[ქალაქი]] აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ [[სირია]]ში დაბრუნდა, შემდგომ 53წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - [[კავალერია]]. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომალებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. [[ალყა]]ში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი [[პუბლიუსი]]. დაიღუპა თავათთავად კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და [[ოროდ II]] გაუგზავნეს. [[კარრის ბრძოლა]] იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს [[სახელმწიფო]]ს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო [[პოლიტიკა]]ში.
 
'''თანამედროვე ისტორიოგრაფია'''
ხაზი 9:
[[1950]] წ. მეცნიერებმა საინტერესო ფაქტებს მიაგნეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰომერ დაბსმა (Homer Dubss) გამოაქვეყნა სამეცნიერო კვლევათა პირველი დოკუმენტები. როგორც გაირკვა, რომაული [[არმია]] მთლიანად არ განადგურებულა. კარრის ბრძოლას გადაურჩა 150-მდე ლეგიონერი, რომლებიც რომში აღარ დაბრუნდნენ და აღმოსავლეთისკენ გააგრძელეს გზა. ისინი დაქირავებულ საბრძოლო ჯგუფს წარმოადგენდნენ; ასევე წვრთნინდნენ სხვადასხა ქვეყნის ჯარებს. [[2007]] წ. მეცნიერებმა მოინახულეს ჩინური სოფელი ლაქიანი [[გობის უდაბნო]]ს მახლობლად, სადაც, გადმოცემით სახლობდნენ [[რომაელი ლეგიონერები]]. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანები, რომელთაც ქონდათ ქერა თმები, ლურჯი და მწვანე თვალები და ჩინელებისთვის არადამახასიათებელი ცხვირის ფორმები. ჩინურ წყაროებში არსებობს ცნობები, რომ [[ჰანის დინასტია|ჰანის დინასტიის]] ჩინეთის არმიის [[გენერალი ჩენგ ტანგი]] შეებრძოლა ”კუს საბრძოლო წყობის” (რომაულ ლეგიონერთა ცნობილი საბრძოლო ფორმირება) რაზმს და [[ტყვე]]დ აიყვანა. [[ჩინელები]] ისე მოხიბლულან ლეგიონერთა ბრძოლის ხერხებით, რომ ისინი გაანთავისუფლეს და თავიანთ არმიაში მიიღეს. სწორედ რომაელთა დახმარებით აიღეს ჩინელებნა ქ. [[განსუ]], რომელსაც შემდგომში უწოდეს ახალი სახელი ”ლი-ჟიენ”, რაც [[ფონოლოგია|ფონოლოგიურად]] ძლიერ წააგავს ”ლეგიონს”. [[არქეოლოგიური გათხრები]]ს შედეგად მეცნიერებმა მოიპოვეს [[რომაული მონეტები]] და რკინის [[ჩაფხუტი]], რომელსაც ჩინურად აწერია ”ტყვე”.
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
{{სქოლიოს სია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრასუსი“-დან