მატრონა მოსკოველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.1) (ბოტის დამატება: pl:Matrona Moskiewska
თავათ → თავად
ხაზი 5:
 
== ბავშვობა ==
ნეტარი მატრონა დაიბადა რუსეთში, [[ტულა|ტული]]ს [[გუბერნია|გუბერნიის]] სოფელ [[სებინო]]ში. გოგონა დაბადებიდანვე [[სიბრმავე|ბრმა]] იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი [[ნიჭი]]. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა სხვადასხვა [[მონასტერი|მონასტრების]] მოსალოცად დაყავდა. მათ მოილოცეს [[კიევო-პეჩორის ლავრა]], წმინდა სამების [[სერგიევის ლავრა]] და ა.შ. 14 წლის იყო მატრონა, როდესაც ლიდიამ ქ. [[კრონშტანდტი|კრონშტანდტში]] წაიყვანა. ამ დროს ანდრეევის ტაძარში წირვას ატარებდა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი [[წმინდანი]] [[იოანე კრონშტანდტელი]]. როდესაც წმ. იოანე ტაძრის ეზოში ხალხის საკურთხებლად გამოვიდა - მატრონა დაინახა და ხმამაღლა დაიძახა: ”გაიწიეთ ხალხო, გაიწიეთ”. წმ. იოანემ სიყვარულით მიმართა უსინათლო გოგონას: ”მატრონუშკა, მოდი ჩემთან! აი მოდის ჩემი შემცვლელი - რუსეთის მერვე [[მესვეტე (ქრისტიანობა)|სვეტი]]!”. ამ სიტყვების მნიშვნელობა მატრონას არავისთვის არ გაუმხელია, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ გოგონას უდიდესი ღვაწლი ექნებოდა რუსი ერისთვის. [[1915]] წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა [[ღვთისმშობლის ხატები|ღვთისმშობლის ხატი]] სახელწოდებით ”[[დაღუპულთა მომძიებელი]]”. მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა [[რევოლუცია|რევოლუციის]] მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია. [[1925]] წ. მატრონა [[მოსკოვი|მოსკოვში]] გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ავადმყოფობათაგან განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავათთავად უფალი [[ქრისტე]] კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ [[ღმერთი]] და [[ცოდვა|ცოდვებს]] განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და [[მეტანია|მეტანიებს]] ასრულებდა.
 
== დევნა ==