კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა ბრძოლა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ, თვით ნესტორის თანდასწრებით, საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
 
მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა [[ეფესოს საეკლესიო კრება|მსოფლიო საეკლესიო კრების]] მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა [[431]] წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა უმისოდ დაიწყო. მათ, წმინდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით, განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, [[ეფესოს ავაზაკთა კრება|უკანონო კრება]], რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
 
მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც აღესრულა. საბოლოოდ, ეფესოს კრების დადგენილებას დამორჩილდნენ იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც.